15.09.2026 15:57
"ერთადერთი ერთგული მეომარი, ანა წითლიძე შემორჩა მიშას," - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია საუბრობს.
ხვიჩია ეხმაურება ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის დაპირისპირებას.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი გაძარცვა.
"ჩვენ ეს მისი ბოლო კრუნჩხვები გვგონია პოლიტიკაში. გილაურს, როგორც თქვენ იცით, ოფიციალურად არცერთი კაპიკი არ შეუწირია გვარამიასთვის. აქეთ გამოდის გვარამია და იძახის, რომ მილიონები მომცაო. აიღო 40 მილიონი და გაძარცვა მიშა, ასე რომ ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამას მიხვდა და აქტიურად ებრძვის, ეტყობა გვარამიას ბევრი ხალხი ჰყავდა ისედაც გადაბირებული ნაცმოძრაობიდან და როგორც გითხარით, ერთადერთი ერთგული მეომარი, ანა წითლიძე შემორჩა მიშას," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ავტორ(ებ)ი :