კვირა, 13 სექტემბერი, 2026
GE EN RU
სამხრეთ ოსეთი” მზად არ არის საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის - ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტი 13.09.2026 15:02

"სამხრეთ ოსეთი" მზად არ არის საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის.ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა", მარატ კამბოლოვმა განაცხადა

."მეკითხებოდნენ საქართველოსთან საზღვრის გახსნაზე ჩვენი რესპუბლიკის გავლით ტრანზიტისთვის. პირდაპირ ვიტყვი: სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის - არც მორალურად, არც ნორმატიული ბაზის თვალსაზრისით. ჩვენი ერისთვის უსაფრთხოების საკითხი დაკავშირებულია გადატანილ ომთან და დანაკარგებთან. ნებისმიერი გადაწყვეტილებები აქ მყარ გარანტიებს საჭიროებს. ეკონომიკური სარგებელი არ შეიძლება ხალხის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი იყოს", - განაცხადა კამბოლოვმა. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ