ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
GE EN RU
მაკა ბოჭორიშვილი : კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე დიალოგის ფარგლებში საქართველო უმაღლეს დონეზეა მიწვეული 09.09.2026 18:57

 

კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში საქართველოს მონაწილეობა ცხადყოფს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია.

"პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებაში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ