რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები -თორნიკე ჭეიშვილი 03.09.2026 23:24

„რადიკალები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

 

დეპუტატი გამოეხმაურა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებებს.

 

„პროკურატურის მიდგომა სავსებით მართებულია, იმისთვის რათა წერტილი დაესვას ყველანაირ ბინძურ ჭორს ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როგორ ცდილობენ პოლიტიკური სვავები, რომ კონკრეტული ტრაგედიები საკუთარი დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენონ.

 

რადიკალები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, (რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს და ძალიან სამწუხარო მოცემულობაა) ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები", - აღნიშნა ჭეიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ