03.09.2026 23:20
„ამ ქალბატონებს, როგორც ჩანს ჰგონიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ არა ადამიანები, არამედ არაჟნის ქილები და ბოთლები. მე შემიძლია ისინი დავამშვიდო, ვინაიდან სააკაშვილი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც არის არაჟნების ლეგიტიმური პრემიერი, პრეზიდენტიც და ტუსაღიც", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ფეისბუქ ნახვების საკითხზე დაპირისპირების შეფასებისას.
მისივე თქმით, ასეთი ქიშპით და ერთმანეთის სოციალურ ქსელებში რაოდენობების დათვლით სინამდვილეში აჩვენებენ, თუ რა შავ დღეშია მთლიანად რადიკალური ოპოზიცია და როგორ არის განადგურებული და გაუბედურებული.
„რაც მეტს ილაპარაკებენ ეს ადამიანები საკუთარ თავზეც და ერთმანეთზეც, მით უკეთესი იქნება საზოგადოებისთვისაც და შეიძლება ცოტა მეტი არაჟანიც გაიყიდოს", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :