03.09.2026 19:26
ჩემი ამოცანა ანთროპოლოგიური ძიება არ არის, ჩემი ამოცანაა, თქვენ გაგცეთ პასუხი და გითხრათ, რომ წაიკითხოთ პავლე ინგოროყვა, წაიკითხოთ, როგორ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში აფსუები. აფხაზები, სამწუხაროდ, საკუთარი მიწიდან გამოაძევა რუსულმა იმპერიალისტურმა პოლიტიკამ და საკუთარ ქვეყანაში აქცია დევნილად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობა არა დევნილებს, არამედ ბიძინა ივანიშვილის „ქურდულ ოცნებას" ეხმარება.
„დღეს ვართ აფხაზეთის მთავრობასთან და, სამწუხაროდ, ეს მთავრობა არა დევნილებს, არამედ ივანიშვილის „ქურდულ ოცნებას" ეხმარება, რომ ქართველი ხალხის გაყვლეფის ხარჯზე დააგროვოს მილიონები და დაიწყოს ოქროს ზოდები", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
კითხვაზე, როგორ წარმოგიდგენიათ ნდობის აღდგენა ამ განცხადებების ფონზე, ლაშა ფარულავა პასუხობს: „როდესაც ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატია, კანონის უზენაესობა, რუსული სამხედრო დანაყოფები დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ნამდვილად გათავისუფლდება".
„შეუძლებელია, ორას ორმოცდაათი ათასი ადამიანი, ქართველი აფხაზი არის დევნილი საკუთარი მიწიდან და ყველა უნდა დაბრუნდეს იქ და, სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმი პარტნიორებად და სტრატეგიულ მოკავშირეებად ირჩევს, მაგალითად, ჩინეთს, რომელიც ამაზე უარს ამბობს. ჩვენი ამოცანაა, ეს მძიმე პარადიგმა, უმძიმესი სურათი, რომელიც 14 წელია ქვეყნაში, შევცვალოთ, მეგობრებად, მოკავშირეებად ავირჩიოთ, მათ შორის, დასავლეთში ისეთი ქვეყნები, რომლებიც არა მხოლოდ უჭერენ მხარს ჩვენი დევნილი მოსახლეობის დაბრუნებას საკუთარ მიწაზე, არამედ დაგვეხმარებიან, რომ დავამყაროთ კეთილმეზობლური კი არა, ერთიან საქართველოში ნამდვილი, სწორი, ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები აფხაზ ძმებთან", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ავტორ(ებ)ი :