საგარეო უწყება – ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ არიან 27.08.2026 18:13

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.

 

ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, კომუნიკაცია აქვთ შესაბამის უწყებებთან.

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნეპალის ოფიციალური წარმომადგენლების მონაცემებით, წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 360-ს მიაღწია, ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ