მამუკა მდინარაძე – ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დავარწმუნე ისინი, რომ ჩემთვის წასვლა სჯობდა, ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ 27.08.2026 15:40

ამ დღეებში ასამდე ვერსიას მოისმენთ, შეიძლება, ვიღაცისთვის ყველაზე დაუჯერებელი იყოს, რომ ამ ეტაპზე ეს იყო ჩემი გულწრფელი სურვილი, არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, დავბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბოლო კვირების განმავლობაში ფიქრობდა.

 

„რომ მეფიქრა, გუნდში არავინაა, ვინც ჩემს გარდა რეგიონებს მიხედავს, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. სამ ადამიანს შორის შედგა საუბარი, რომ მირჩევნია გავიწიო. ისეთი ასაკის შვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება, გარეთ ცოტა დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს. საერთოდ, ხანდახან შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს ხოლმე, ვიდრე რეალობაა. ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიცირებული იყო. დავარწმუნე ისინი, რომ ჩემთვის ასე სჯობდა. ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ. ამის მადლიერი ვარ და ვფიქრობ, სხვა სფეროშიც თუ ჩემს ძალებს მოვსინჯავ, ჩემთვის შეიძლება, უკეთესი იყოს. გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

რაც შეეხება კითხვას, თანამდებობის დატოვებას ხომ არ უძღოდა წინ გუნდის სხვა ლიდერებთან რაიმე დაპირისპირება, მდინარაძემ აღნიშნული გამორიცხა.

 

„პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ პრემიერისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, საქმის კურსშიც კი, არავისთან გამივლია კონსულტაცია. წუხელ შედგა საუბარი ჩემსა და პრემიერს შორის, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ ამ თემაზე. დღეს დილით, 10:00 საათზე, სამმა ადამიანმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ. ეს იყო სულ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ