26.08.2026 10:47
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და მის ხელმძღვანელობას უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 35-ე წლისთავის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
ზელენსკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის ურთიერთობების ქვაკუთხედად რჩება.
"მადლიერი ვარ საქართველოსა და მისი ხელმძღვანელობის უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 35-ე წლისთავისადმი მილოცვისთვის. საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ქვაკუთხედად რჩება"- განცხადება ზელენსკიმ თავის ოფიციალურ X-ანგარიშზე გაავრცელა.
ავტორ(ებ)ი :