გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. რუსოფობიის გავრცელების მიზანია, დანერგონ აზრი, რომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს, მაშინ როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა 15.08.2026 13:55

უცხოური ძალები და მათი წარმომადგენლები როცა ვერ აღწევენ პოლიტიკურ კრიზისს, უნდათ, სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტებით, როგორმე თქვან, რომ რაღაც ხდება საქართველოში, თითქოს აქ შავი ხვრელებია, საერთაშორისო სანქციებისგან თავსი არიდება ხდება, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ე.წ. რუსოფობიის გავრცელების მიზანია, საზოგადოებაში დანერგონ აზრი, რომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს.

 

„ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ უცხოურმა ძალებმა და მათი წარმომადგენლებმა, ვითომ „ენჯეოებმა" და პოლიტიკურმა პარტიებმა რამდენჯერ სცადეს, მათ შორის ეკონომიკური კრიზისების შექმნა საქართველოში. მაგისტრალების გადაკეტვით, დეზინფორმაციის გავრცელებით, თითქოს აქ შავი ხვრელებია, საერთაშორისო სანქციებისგან თავსი არიდება ხდება, ინვესტორები არ ჩამოდიან. როცა ვერ აღწევენ პოლიტიკურ კრიზისს, შემდეგ უნდათ, სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტებით, როგორმე თქვან, რომ რაღაც ხდება საქართველოში.


ეს ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, საზოგადოებაში დანერგონ აზრი, რომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს. მაშინ როდესაც, ხალხს ახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს. ამაზე მეტი რუსული საქმე რა შეიძლება, გააკეთოს ვინმემ, რუსებს ინვესტიციებს ეხვეწებოდნენ. დღეს საუბრობენ რუსოფობიაზე. ცდილობენ, როგორმე პოლიტიკური ან ეკონონომიკური კრიზისი შექმნან, შეასუსტონ სახელმწიფო ინსტიტუტები", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ