მამუკა მდინარაძე – დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა დავალების შესრულებას, რა დავალებაც იქნება 11.08.2026 17:29

დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა დავალების შესრულებას, რა დავალებაც იქნება „ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მის ახალ თანამდებობას შეეხებოდა.

 

მისივე თქმით, რეგიონული პოლიტიკა მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 

„რეგიონებში ძალიან ბევრი საქმე კეთდება, რომელსაც სისტემურად კარგი მენეჯმენტი სჭირდება, ბიუროკრატიული ელემენტების შემცირება სჭირდება. რეგიონული პოლიტიკის წარმართვა არის პრიორიტეტი. ადამიანების აღქმაშიც რატომღაც რეგიონული განვითარება სოციალურ, ტექნიკურ და მსგავს საკითხებთან ასოცირდა, თუმცა ეს უნდა იყოს ერთ-ერთი შემადგენელი და არა ერთადერთი რეგიონული პოლიტიკის წარმოებაში. ყველა უწყება, გარკვეულწილად, რეგიონულ საკითხებში უნდა იყოს ანგარიშვალდებულების ფორმატში სახელმწიფო მინისტრთან და მის აპარატთან. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კახა გულედანს, რომელმაც ააწყო ეს სამინისტრო. მისმა სწორმა მენეჯმენტმა გააჩინა კიდევ უფრო მეტი ამბიციები უფრო მაღალ რანგზე გადასვლისათვის", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ამასთან, მდინარაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, სამომავლოდ გაიდაინცვლოს სხვა მიმართულებითაც, სადაც მეტი გამოწვევა იქნება.

 

„არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ხანი არ გაგრძელდეს ჩემი ამ პოსტზე ყოფნა. აქაც გარკვეული საკითხების გამართვა, მენეჯმენტის დახვეწა, რელსებზე დაყენება არის ჩემი მთავარი მისია. მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება, იქაც გადავინაცვლო" , - აღნიშნა მდინარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ