11.08.2026 16:05
ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე, სხვის სამშობლოზე თავდასხმაზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ხალხი დავალებას ასრულებს.
„ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე, სხვის სამშობლოზე თავდასხმაზე. ეს რამდენად ხელოვნურია და რამდენად დავალების შემადგენელი ნაწილია, აქედან გამომდინარეობს. საკუთარ ოჯახში რომ შეუვარდეს ვინმეს სხვა მტერი, ოკუპანტი და იმაზე არ გაბრაზდეს და შემდეგ სხვის ოჯახში შევარდნაზე ძალიან დიდი გაბრაზება და ემოცია გამოხატოს - ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში არიან ისინი, უბრალოდ, მართლა შეიძლება შეცოდება ამ ხალხის, ერთადერთი მთავარი მიზეზის გამო, ისინი ამ შემთხვევაში ასრულებენ დავალებას, რომ ახლა უნდა გაბრაზდნენ და მაშინ არ უნდა გაბრაზებულიყვნენ. ეს არის განსხვავება", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ავტორ(ებ)ი :