07.08.2026 17:37
მოვუსმინე გია ბარამიძის განმარტებას, რომელიც კიდევ უფრო მძიმე იყო. ვფიქრობ, ბარამიძეს საიდანღაც, არა ქვეყნის შიგნიდან, არამედ ქვეყნის გარედან აქვს ზეწოლა, აკეთოს ის განცხადებები, რომელიც ძალიან გაუხარდება ზატულინს, მიგრანიანს, - ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა, აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ განაცხადა.
მისი თქმით, გია ბარამიძეს თავის მოსულელების მცდელობა ჰქონდა, თითქოს ვერ გაიგო რაზე გაბრაზდა ხალხი.
„მე ვფიქრობ, რომ საიდანღაც, არა ქვეყნის შიგნიდან, არამედ ქვეყნის გარედან აქვს ზეწოლა, აკეთოს ის განცხადებები, რომელიც უბრალოდ ძალიან გაუხარდება ზატულინს, მიგრანიანს. დაკვეთაში რატომ ვგულისხმობ მაინცდამაინც რუსეთს. ის საჩივრები, ჰააგაში შეტანილი ის წლობით ნაგროვები სარჩელები, რომელიც მოვიგეთ, სხვადასხვა მთავრობის დროს, შევარდანაძიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურამ შექმნა პირველი ტომები, მძიმედ ადევს რუსულ მართლმსაჯულებას საერთაშორისო ასპარეზზე. ამის საშუალებით რუსული მხარეს უქმნის კომფორტულ პირობებს, გათავისუფლებდნენ ამ წნეხისგან. ეს არის უმარტივესი, თან გაგვაფრთხილა, აღარ გადაიხედება, მიღებულიაო. რომ ჰკითხო განათლებულია, რომ გადაიხედოს, მერე სად მივდივართ, სად მიდის თვითონ, სად იმალება, ქვეყანას რაც მაგან გაუკეთა. იურდიულ მხარეს რომ თავი დავანებოთ, თითოეულ ჯარისკაცს რაც მან შეაფურთხა, თითოეული დაღუპულის ოჯახს, რომელსაც ჰგონია, რომ შვილი გაზარდა, საბრძოლველად გაუშვა, სამშობლოსთვის დაიღუპა და თურმე მხვრეტავი ყოფილა, წარმოუდგენელი რამ თქვა", - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ანტიქართული განცხადებება აქვს გაკეთებული.
„ქართველ ჯარისკაცებზე იძახის, რომ ხვრეტდნენ, თან ამართლებს, წესიაო, რომ გაბრაზდები, უნდა დახვრიტოო. წარმოუდგენელ რამეს იძახის ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო ძალოვანი მინისტრი, ხუთგზის დეპუტატი, ჭორიკანაც რომ არ იკადრებს, ისეთ რამეს იძახის. კიდევ ერთხელ ვამბობ, მას ძალიან კარგად ესმის, რაც არ უნდა ისულელოს თავი, რა თქვა", - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.
ავტორ(ებ)ი :