07.08.2026 17:34
8 აგვისტო ოფიციალურად ის დღეა, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილები საქართველოში შემოვიდნენ. ეს დადასტურებულია როგორც დოკუმენტური მასალით, ასევე ყოფილი მთავარსარდლის ბრძანებულებით, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილიც კი 8 აგვისტოს დადიოდა მემორიალზე.
„რატომ ცვლიან თარიღს? - მოღალატეობრივ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდეს ცხინვალში გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ტერიტორია იყო. ეს იყო ის, რამაც რუსეთს მისცა ოფიციალური „გამართლება" თავისი ქმედების და აგრესიის განსახორციელებლად.
როცა ამ ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ, მაშინ იწყებენ მანიპულირებას ფაქტებით, ისტორიებით, ქვეყნის და ადამიანების ბედით, რომ რამენიარად, თავიანთი დანაშაულები მიჩქმალონ და გადამალონ. ისტორია ამით არ იცვლება. ასეთი მიდგომებით თავიანთი დანაშაულებრივი პოლიტიკის დამალვა, მიჩქმალვა და გამართლება უნდათ. მუდმივად გაყალბებული ისტორიის ჩამოყალიბების მცდელობაში არიან. 2015 წლამდე, საფლავებზე, 8 აგვისტოს დადიოდნენ, დროს არაფორმალურად ათანხმებდნენ. სააკაშვილიც სწორედ 8 აგვისტოს მიდიოდა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :