ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მუდმივად ღრმავდება, შანხაისა და თბილისს შორის გახსნილი ავიარეისები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს - China Eastern-ის ვიცე-პრეზიდენტი ხე სიაოცუნი 15.07.2026 20:54

 

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ბორტი 300 მგზავრით დედაქალაქის აეროპორტში უკვე დაეშვა. ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ - ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

ახალ ჩინურ მიმართულებაზე პირდაპირი ავიარეისების შესრულების შესახებ შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის აპრილში მიაღწია. აღსანიშნავია, რომ China Eastern Airlines უკვე მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ ფრენებს ახორციელებს. მანამდე ავიაბაზარზე წარმატებით ოპერირება დაიწყო ორმა კომპანიამ, რომლებიც თბილისსა და ურუმჩის აკავშირებენ, ხოლო Air China მგზავრებს ურუმჩის გავლით პეკინში გამგზავრების შესაძლებლობასაც სთავაზობს.

ახალი საჰაერო ხაზის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე China Eastern-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ხე სიაოცუნმა ისაუბრა.

"დღევანდელი რეისის წარმატებით შესრულება ჩინეთსა და კავკასიის რეგიონს შორის ახალი, მაღალხარისხიანი ფრენების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობისთვის უფრო კომფორტულ პლატფორმას შექმნის. ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მუდმივად ღრმავდება. შანხაისა და თბილისს შორის გახსნილი ავიარეისები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შანხაი არის ჩინეთის უმთავრესი ეკონომიკისა და ბიზნესის ცენტრი, ასევე მსოფლიოს ბიზნესჰაბი. საქართველოს კი ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის მხრივ მნიშვნელოვანი როლი აკისრია. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას და თითოეულ პარტნიორს მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ხე სიაოცუნმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ