ჩინეთის ელჩი – შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენის დაწყება არის დასტური იმ შედეგისა, რაც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მოჰყვა 15.07.2026 19:10

 

მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენის დაწყების ცერემონიაში. ეს მოვლენა არის თვალსაჩინო დასტური იმ შედეგისა, რაც გასული თვის დასაწყისში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მოჰყვა, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

ელჩის თქმით, შანხაი არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკური და ფინანსური ცენტრია, არამედ ქვეყნის ყველაზე მდიდარ რეგიონში მდებარეობს. მისი განმარტებით, შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენა უზრუნველყოფს არა მხოლოდ მეტი ტურისტის ჩამოსვლას ჩინეთის უმდიდრესი ნაწილიდან, არამედ მეტ ბიზნესმენს, მეტ ინვესტიციას ჩინეთიდან საქართველოში.

„ეს, ასევე, შესანიშნავი შესაძლებლობაა ქართველი ხალხისთვის, რათა ესტუმრონ ჩინეთის ულამაზეს კუთხეს. მაგალითად, როგორც ჩემთვის ცნობილია, მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი პირველივე საპასუხო რეისით გაფრინდება შანხაიში, რათა მონაწილეობა მიიღოს შანხაიში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონიაში. მჯერა, მომავალში ეს საჰაერო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენა, როგორც უმნიშვნელოვანესი ხიდი ჩინეთსა და საქართველოს შორის, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და გააღრმავებს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას", - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ