14.07.2026 13:25
უკვე მეორე დღეა თბილისში შეფასებების თემაა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია.
პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ეს რეზოლუცია არა მხოლოდ ჯო ვილსონმა მიიღო, არამედ მიიღო ეუთოს წევრმა ქვეყნებმა და მათმა წარმომადგენლებმა.
"რეზოლუცია არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ ჯო ვილსონმა მიიღო, არამედ მიიღო ეუთოს წევრმა ქვეყნებმა და მათმა წარმომადგენლებმა. ეს არის ანარეკლი იმ მძიმე რეალობის, რომელიც არის ქვეყანაში. შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ქართული ოცნების" წევრებს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ავტორ(ებ)ი :