„რადიო თავისუფლებამ“ ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო - მან თავად დახატა იგი კედელზე და ახლა მთელ სამხრეთ კავკასიას საკუთარი ნახატით შეშინებას სთავაზობს - დავით ქართველიშვილი 11.07.2026 15:29

 

 „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და მედიასაშუალებას ინფორმაციული ზემოქმედების ტექნოლოგიების გამოყენებასა და ტენდენციურობაში ადანაშაულებს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ინტერვიუში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ფაქტი, რომელიც ბაქოს მხრიდან მსგავსი განზრახვის ან მზადების არსებობას დაადასტურებდა. მკითხველს სთავაზობენ არა მტკიცებულებებს, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ ფანტაზიას, აღქმას, რომელიც პრინციპზე - „თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია" - არის აგებული.

მისივე თქმით, ასეთი მასალის მიზანი შესაძლოა იმ ემოციური ფონის შექმნა იყოს, სადაც თბილისისა და ბაქოს დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება წარმატებად კი არა, პოტენციურ საფრთხედ აღიქმება. „ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ნილ მაკფარლეინის განცხადება უფრო ხელოვნურად აგებულ სცენარს ჰგავს, ვიდრე კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებულ დასკვნას. თითქოს ადამიანმა იხელმძღვანელა არა საკუთარი ბუნებრივი, არამედ ხელოვნური ინტელექტით - თუმცა მკაფიოდ განსაზღვრული მიზნით. მისი ვერსიით, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო სახელმწიფოს სტატუსის მქონე აზერბაიჯანმა, სომხეთზე გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა საქართველოზეც ზეწოლის მოხდენა სცადოს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ ასეთ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს - ტენდენციურობის მარგალიტმა, „რადიო თავისუფლებამ", სწორედ ეს ჰიპოთეზა გამოიტანა სათაურში და საინფორმაციო ბარათზე, რითაც მეორეხარისხოვანი ვარაუდი მთავარ პოლიტიკურ სენსაციად აქცია. ეს არის ინფორმაციული ზემოქმედების კლასიკური ტექნოლოგია: ჯერ აღიარონ, რომ უშუალო საფრთხე არ არსებობს, შემდეგ კი საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომავალი ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ხატი შექმნან. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მსგავსი საინფორმაციო მასალა სწორედ იმ დროს ჩნდება, როდესაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების პრაქტიკული ინტერესები არა დაპირისპირებას, არამედ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტების, ენერგეტიკული ხაზების, რკინიგზების, პორტებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება ურთიერთნდობის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო ზეწოლის თეზისი რეგიონული განვითარების რეალურ ლოგიკას არ ხსნის - ის მის ჩანაცვლებას ცდილობს. საზოგადოებრივ სივრცეში ფრთხილად და ცბიერად აჩენს ეჭვს, თითქოს დღევანდელი პარტნიორობა მხოლოდ დროებითი დეკორაციაა, ხოლო გაძლიერებული აზერბაიჯანი ხვალ აუცილებლად საქართველოს საფრთხედ გადაიქცევა.

ამასთან, ინტერვიუში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ფაქტი, რომელიც ბაქოს მხრიდან მსგავსი განზრახვის ან მზადების არსებობას დაადასტურებდა. მკითხველს სთავაზობენ არა მტკიცებულებებს, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ ფანტაზიას, აღქმას, რომელიც პრინციპზე - „თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია" - არის აგებული. ასეთი მასალის მიზანი შესაძლოა იმ ემოციური ფონის შექმნა იყოს, სადაც თბილისისა და ბაქოს დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება წარმატებად კი არა, პოტენციურ საფრთხედ აღიქმება. როდესაც რეალური კონფლიქტი არ არსებობს, მას ჯერ სათაურებში, ექსპერტულ პროგნოზებსა და სოციალურ ქსელებში ქმნიან - თავდაპირველად როგორც „ნაკლებად სავარაუდო რისკს", შემდეგ როგორც განსახილველ საფრთხეს და საბოლოოდ როგორც თითქოს ყველასთვის ცნობილ პრობლემას.

ამ შემთხვევაში „რადიო თავისუფლებამ" ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო - მან თავად დახატა იგი კედელზე და ახლა მთელ სამხრეთ კავკასიას საკუთარი ნახატით შეშინებას სთავაზობს. ეს არ ჰგავს რეგიონული უსაფრთხოების ობიექტურ ანალიზს - უფრო ჰგავს მცდელობას, უნდობლობა შეიტანოს იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც დღეს გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვთ ერთობლივი დერეფნების, ენერგეტიკული ქსელების, პორტებისა და სხვა სტრატეგიული პროექტების განვითარებით, ვიდრე ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების სცენარებით." - წერს ქართველიშვილი.        შეყვანა, შეტყობინება გაგზავნილია 15:22 Keti მიერ: დავით ქართველიშვილი: „რადიო თავისუფლებამ" ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო - მან თავად დახატა იგი კედელზე და ახლა მთელ სამხრეთ კავკასიას საკუთარი ნახატით შეშინებას სთავაზობს „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და მედიასაშუალებას ინფორმაციული ზემოქმედების ტექნოლოგიების გამოყენებასა და ტენდენციურობაში ადანაშაულებს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ინტერვიუში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ფაქტი, რომელიც ბაქოს მხრიდან მსგავსი განზრახვის ან მზადების არსებობას დაადასტურებდა. მკითხველს სთავაზობენ არა მტკიცებულებებს, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ ფანტაზიას, აღქმას, რომელიც პრინციპზე - „თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია" - არის აგებული. მისივე თქმით, ასეთი მასალის მიზანი შესაძლოა იმ ემოციური ფონის შექმნა იყოს, სადაც თბილისისა და ბაქოს დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება წარმატებად კი არა, პოტენციურ საფრთხედ აღიქმება. „ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ნილ მაკფარლეინის განცხადება უფრო ხელოვნურად აგებულ სცენარს ჰგავს, ვიდრე კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებულ დასკვნას. თითქოს ადამიანმა იხელმძღვანელა არა საკუთარი ბუნებრივი, არამედ ხელოვნური ინტელექტით - თუმცა მკაფიოდ განსაზღვრული მიზნით. მისი ვერსიით, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო სახელმწიფოს სტატუსის მქონე აზერბაიჯანმა, სომხეთზე გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა საქართველოზეც ზეწოლის მოხდენა სცადოს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ ასეთ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს - ტენდენციურობის მარგალიტმა, „რადიო თავისუფლებამ", სწორედ ეს ჰიპოთეზა გამოიტანა სათაურში და საინფორმაციო ბარათზე, რითაც მეორეხარისხოვანი ვარაუდი მთავარ პოლიტიკურ სენსაციად აქცია. ეს არის ინფორმაციული ზემოქმედების კლასიკური ტექნოლოგია: ჯერ აღიარონ, რომ უშუალო საფრთხე არ არსებობს, შემდეგ კი საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომავალი ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ხატი შექმნან. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მსგავსი საინფორმაციო მასალა სწორედ იმ დროს ჩნდება, როდესაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების პრაქტიკული ინტერესები არა დაპირისპირებას, არამედ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტების, ენერგეტიკული ხაზების, რკინიგზების, პორტებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება ურთიერთნდობის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო ზეწოლის თეზისი რეგიონული განვითარების რეალურ ლოგიკას არ ხსნის - ის მის ჩანაცვლებას ცდილობს. საზოგადოებრივ სივრცეში ფრთხილად და ცბიერად აჩენს ეჭვს, თითქოს დღევანდელი პარტნიორობა მხოლოდ დროებითი დეკორაციაა, ხოლო გაძლიერებული აზერბაიჯანი ხვალ აუცილებლად საქართველოს საფრთხედ გადაიქცევა. ამასთან, ინტერვიუში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ფაქტი, რომელიც ბაქოს მხრიდან მსგავსი განზრახვის ან მზადების არსებობას დაადასტურებდა. მკითხველს სთავაზობენ არა მტკიცებულებებს, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ ფანტაზიას, აღქმას, რომელიც პრინციპზე - „თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია" - არის აგებული. ასეთი მასალის მიზანი შესაძლოა იმ ემოციური ფონის შექმნა იყოს, სადაც თბილისისა და ბაქოს დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება წარმატებად კი არა, პოტენციურ საფრთხედ აღიქმება. როდესაც რეალური კონფლიქტი არ არსებობს, მას ჯერ სათაურებში, ექსპერტულ პროგნოზებსა და სოციალურ ქსელებში ქმნიან - თავდაპირველად როგორც „ნაკლებად სავარაუდო რისკს", შემდეგ როგორც განსახილველ საფრთხეს და საბოლოოდ როგორც თითქოს ყველასთვის ცნობილ პრობლემას. ამ შემთხვევაში „რადიო თავისუფლებამ" ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო - მან თავად დახატა იგი კედელზე და ახლა მთელ სამხრეთ კავკასიას საკუთარი ნახატით შეშინებას სთავაზობს. ეს არ ჰგავს რეგიონული უსაფრთხოების ობიექტურ ანალიზს - უფრო ჰგავს მცდელობას, უნდობლობა შეიტანოს იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც დღეს გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვთ ერთობლივი დერეფნების, ენერგეტიკული ქსელების, პორტებისა და სხვა სტრატეგიული პროექტების განვითარებით, ვიდრე ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების სცენარებით." - წერს ქართველიშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ