ილჰამ ალიევმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ 09.07.2026 17:49

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.

ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც დამტკიცდა „აზერბაიჯანის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება", რომელიც ხელმოწერილი იქნა 2026 წლის 18 მაისს, ბაქოში.

დადგენილების თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მისი დებულებების შესრულება, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას უნდა გაუგზავნოს შეტყობინება შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ