მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა 08.07.2026 17:55

ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა. ჩვენი პარლამენტის წევრები ყოველდღიურად სწორ შენიშვნებს აკეთებენ, მის გამონათქვამებს ობიექტურ შეფასებას აძლევენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მარტივად დასანახია, რა დგას მის უკან.

 

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აღარ არის საინტერესო ერთი კონგრესმენის ქმედებები, რომელიც დაინტერესებული მხარეა. ნებისმიერი მოქალაქისთვის მარტივად დასანახია, ხელისგულზე ჩანს, რა დგას მის უკან. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს, პირიქით, უნდა ვიყოთ მოტივირებული, დაინტერესებული, „ჩასაფრებული" მთავრობის ქმედებების, ინიციატივების, გადაწყვეტილებების მიმართ და მოდი, ამაზე ვისაუბროთ. საზოგადოებამ გვაკრიტიკოს იმაზე, რა არ გააკეთა სწორად ან რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას გამოწვევებთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ