შალვა პაპუაშვილი – მისასალმებელია, რომ კანდიდატ ქვეყნებს გვქონდეს პლატფორმა, სადაც შევძლებთ ინტეგრაციის პროცესში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოცდილების გაზიარებას 07.07.2026 15:47

მიხარია, რომ ასეთი კონფერენცია იმართება და დაფუძნდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პლატფორმა და გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ, როგორ წარმოგვიდგენია ამ პლატფორმის მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, კანდიდატ ქვეყნებს თავიანთი სიტყვა ეთქმით როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებთ, ისე იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც შეიძლება, გაწევრიანების პროცესს ახდეს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ სტეფანჩუკთან, რომელმაც გაგვაცნო იდეა. ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, კანდიდატ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს გვქონდეს პლატფორმა, სადაც შევძლებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარებას, როგორც დადებითის, ისე უარყოფითის. მიხარია, რომ ასეთი კონფერენცია იმართება და დაფუძნდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პლატფორმა და გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ, როგორ წარმოგვიდგენია ამ პლატფორმის მუშაობა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეების, ისე სექტორული კომიტეტების დონეზე.

 

საინტერესოა კოლეგების მოსმენა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ერთი რამ ცხადია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის ცალმხრივი მოძრაობის გზა და არ უნდა იყოს გაგებული, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მხოლოდ გაწევრიანების ობიექტები. ჩვენ ვართ ამის თანამონაწილეები და ევროპის მომავლის თანაშემოქმედები. ვფიქრობ, კანდიდატ ქვეყნებს თავიანთი სიტყვა ეთქმით როგორც თავად პროცესთან დაკავშირებთ, ისე იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც შეიძლება, გაწევრიანების პროცესს ახლდეს. სხვადასხვა დროს მქონდა საშუალება, მესაუბრა კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, მომისმენია იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც ისინი აწყდებიან გაწევრიანების პროცესში. დღეს გვექნება ამაზე მსჯელობა, მივიღებთ ერთობლივ დეკლარაციას და იმედია, ამ ფორუმის ფარგლებში ინტენსიური თანამშრომლობა გვექნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ