გურამ მაჭარაშვილი: ვერ დავეთანხმებით ბატონ მიხაელ როთს, რომ მეზობელ სახელმწიფოში დაკრძალვაზე ჩასვლა თურმე ქართული უბედურებაა და კაცის კაცზე გათხოვება ევროპული ღირებულება 04.07.2026 17:38

ვერ დავეთანხმებით ბატონ მიხაელ როთს, რომ მეზობელ სახელმწიფოში დაკრძალვაზე ჩასვლა თურმე ქართული უბედურებაა და კაცის კაცზე გათხოვება ევროპული ღირებულება, არც ასე არ არის ბატონო მიხაილ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული ძალების მიზანი საქართველოს ინტერესების დაზიანებაა.

 

„თურმე, მიხაელ როთი შეწუხდა, რომ დაკრძალვაზე არ შეიძლება ჩავიდეს ირანში, სადაც ჩადიან ასევე ის სახელმწიფოები, რომლებსაც ისინი აქებენ: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რატომ მათ მიმართ არ აქვთ პრეტენზია?!

გასცენ პასუხი ფაშინიანს, რომელმაც თქვა, რომ ის რუსეთთან არავითარ კონფლიქტში არ შევა. რატომ არ გვესმის აქაური აგენტურის და ვაი ევროპელების განცხადებები, ეს არის ის რეალობა, რა რეალობასაც ვითომ ირანში პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით უნდათ რომ წარმოაჩინონ", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ