03.07.2026 16:28
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
"უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გავაცილე.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შევხვდი.
შავკატ მირზიოევთან ერთად, ხელი მოვაწერე დეკლარაციას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შესახებ"- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
ავტორ(ებ)ი :