ლევან მაჭავარიანი – იმედია, ევროპარლამენტში გონს მოეგებიან, რუკას დახედავენ და მიხვდებიან, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია 03.07.2026 16:21

ჩვენ გვაბრალებენ იმას, რაც რეალობაში არ არსებობს და სხვა ქვეყნების რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს სისულელეა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტში თუ რუკას დახედავენ, მიხვდებიან, რომ საქართველო მნიშვნელოვანია.

 

„ევროპარლამენტში უფრო დამაჯერებლები რომ იყვნენ, ვურჩევდი, რომ სხვა ქვეყნებზეც ისაუბრონ. ისაუბრონ უკრაინასა და მოლდოვაზე. იმაზე, რომ ეს ორი ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა, ადამიანის უფლებები ირღვევა და ოპოზიციური პარტიები აკრძალეს. თუ ისინი ამ ყველაფერზე ისაუბრებენ, მაშინ მათი უსაფუძვლო ბრალდებები, შეიძლება, უფრო დამაჯერებელი იყოს. თუმცა, როცა მხოლოდ ჩვენ გვაბრალებენ იმას, რაც რეალობაში არ არსებობს და სხვა ქვეყნების რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს სისულელეა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

გამოსავალია საუბარი, თუმცა სამართლიანი დისკუსია უნდა იყოს, თავისი არგუმენტებით და შინაარსით. იმედია, ისინი გონს მოეგებიან, რუკას დახედავენ და მიხვდებიან, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. იმასაც შეეგუებიან, რომ რევოლუციითაც ვერ ჩაგვანაცვლეს, რომელიც ხუთჯერ სცადეს, ვერც არჩევნებით დაგვამარცხეს, წინასაარჩევნო კამპანია აგენტურულ ძალებს თავად ჩაუტარეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ