Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

როგორი ამინდი იქნება 12 მაისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

12 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +18 – წვიმა

სოხუმი +18 – წვიმა

ზუგდიდი +20 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +13 – წვიმა

ფოთი +18 – წვიმა

ბათუმი +17 – წვიმა

ოზურგეთი +20 – წვიმა

ქუთაისი +21 – წვიმა

ამბროლაური +21 – წვიმა

ახალციხე +20 – წვიმა

ბორჯომი +16 – წვიმა

ბაკურიანი +14 – წვიმა

გორი +21 – წვიმა

ცხინვალი +20 – წვიმა

სტეფანწმინდა +12 – წვიმა

გუდაური +7 – წვიმა

თელავი +21 – წვიმა

რუსთავი +25 – წვიმა

თბილისი +24 – წვიმა

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

მი­უ­ხე­და­ვად დას­ვე­ნე­ბის დღი­სა, სახ­ლის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად ხელ­საყ­რე­ლი დროა: შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ არა­სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის გა­და­ლა­გე­ბა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის.

კურო

დღეს ყვე­ლა­ზე კარ­გი თვი­სე­ბა თავ­შე­კა­ვე­ბაა: ეცა­დეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, გარ­შე­მო მყო­ფებ­თან კონ­ფლიქ­ტში არ შეხ­ვი­დეთ. და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ვო­კა­ცი­ებს არ აჰ­ყვეთ.

ტყუ­პი

აუ­ცი­ლე­ბე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ბა­ლან­სი პრო­ფე­სი­ულ და პი­რად ცხოვ­რე­ბას შო­რის – ოდ­ნავ­მა დის­ბა­ლან­სმა ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უფ­რო­სე­ბის ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

კირჩხი­ბი

ცუდ გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას­თან ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა და მო­წეს­რი­გე­ბა, ხოლო თუ რამე გემ­რი­ელ­საც მო­ამ­ზა­დებთ, მა­შინ ნე­გა­ტი­ვი სრუ­ლად გაქ­რე­ბა.

ლომი

წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვთ, რომ მათ მო­მა­ვალ­ში არ გა­ი­მე­ო­რებთ, ამი­ტომ და­უთ­მეთ დრო თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას და მათ­გან სა­ჭი­რო დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას.

ქალ­წუ­ლი

დღე ხელ­საყ­რე­ლია მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, რა­ზეც დიდი ხა­ნია ოც­ნე­ბობ­დით: მთა­ვა­რია, ისი­ა­მოვ­ნოთ დას­ვე­ნე­ბით, გარ­თო­ბით და არ იმუ­შა­ოთ.

სას­წო­რი

აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­იც­ვათ დის­ტან­ცია გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნო­ბებ­თან: არ მის­ცეთ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­ვიდ­ნენ და, გან­სა­კუთ­რე­ბით, შე­გე­ხონ.

მო­რი­ე­ლი

არ უნდა იტ­რა­ბა­ხოთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბით. რა­შიც, სხვა­თა შო­რის, არა­ვის ეპა­რე­ბა ეჭვი. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას არ მო­ე­წო­ნე­ბა თქვე­ნი ასე­თი ამ­პარ­ტავ­ნუ­ლი ქცე­ვა.

მშვილ­დო­სა­ნი

დღე, რო­დე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვა – ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი კვე­ბამ­დე: ექ­სცე­სე­ბი სა­უ­კე­თე­სო გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს მე­გობ­რო­ბა­სა და სიყ­ვა­რულ­ზე, ისე­ვე რო­გორც ფი­გუ­რა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ის არ არის სრულ­ყო­ფი­ლი.

თხის რქა

ნუ შე­ეც­დე­ბით სი­ტყვი­ე­რად – ან უხე­ში ქმე­დე­ბე­ბით – უპა­სუ­ხოთ თქვენს მი­მართ აგ­რე­სი­ას: ის სწრა­ფად გა­ივ­ლის თა­ვის გზას – ბუ­მე­რან­გის კა­ნო­ნი დღეს სწრა­ფად და ნათ­ლად მუ­შა­ობს.

მერ­წყუ­ლი

დღე ხელ­საყ­რე­ლია ბუ­ნე­ბას­თან და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის: სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ოჯახ­თან ერ­თად, არა მხო­ლოდ გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, არა­მედ აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას.

თევ­ზე­ბი

არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყოთ გულ­წრფე­ლი იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც საკ­მა­რი­სად კარ­გად არ იც­ნობთ: არ იცით, რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან ისი­ნი, როცა მათ გა­ან­დობთ თქვენს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, თქვენს სა­ზი­ა­ნოდ გა­მო­ი­ყე­ნონ.

კობა კობალაძემ მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

კობა კობალაძემ მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მიმდინარე წლის 11 მაისს, მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის მიწვევით, ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მონაწილეებმა, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ალექსანდრე მაისურაძე, კონსული თამთა კინწურაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელი, კარლო ხმელიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, კობა კობალაძემ და ქართული დელეგაციის წევრებმა, გვირგვინებით შეამკეს მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი, საკონცენტრაციო ბანაკში გარდაცვლილ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაგანაც 225-ის სახელი და გვარია ცნობილი; საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, იღუმენმა ეფრემმა (ლომიძემ) კი მათი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

კობა კობალაძემ და ღონისძიების მონაწილე ჩვენმა თანამემამულეებმა უკრაინის დელეგაციის წევრებთან ერთად, საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლი უკრაინელი მეომრების ხსოვნას მიაგეს პატივი და მათი მემორიალიც გვირგვინით შეამკეს.

ინფორმაციისთვის, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი იყო ყველაზე სასტიკი ბანაკი გერმანულენოვან სივრცეში, რომელმაც 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის კვლევის შედეგად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში, ამ დროისთვის, 225 ქართველის სახელი და გვარია აღმოჩენილი. სავარაუდოდ, მათი რიცხვი ბევრად მეტია, რადგან არქივის ნაწილი, ჯერ კიდევ, ბანაკის გათავისუფლებამდე გაანადგურეს ნაციონალ-სოციალისტებმა.

აქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიდან, თითქმის ყველა სამხედრო ჩინის მქონე იყო და ისინი, სამაგალითოდ დასჯის მიზნით მოჰყავდათ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მათ უწევდათ გრანიტის სამტეხლოში მუშაობა. აღნიშნული ბანაკიდან ყველაზე დიდი გაქცევის მონაწილეებიც ქართველები იყვნენ, მათგან რვა ქართველმა ჯარისკაცმა მოახერხა ბანაკიდან გაქცევა, მაგრამ გადარჩენილებში არცერთი მათგანი არ ფიგურირებს.

მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ყოველ წელს იმართება და მასში, ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 10 000-მდე პირი იღებს მონაწილეობას; წელს ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი, ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ბეატე მაინლ-რეისინგერი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება. 

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

„12 მაისს სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

,,ახლავე გამართეთ შეხვედრა!”- ტრამპი

რუსეთის პრეზიდენტს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, არამედ სურს შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა მოლაპარაკებები გამართოს ამ სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე – უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ამას, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„სულ მცირე, ისინი შეძლებენ იმის დადგენას, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება, და თუ არა, ევროპის ლიდერები და აშშ გაიგებენ, რა ხდება და შესაბამისად შეძლებენ მოქმედებას! ვეჭვობ, რომ უკრაინა დათანხმდება პუტინთან შეთანხმებას, რომელიც ზედმეტად არის დაკავებული მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომელსაც ვერ მოიგებდა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ახლავე გამართეთ შეხვედრა!” – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„პარტიები ნამდვილად ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის”- ლევან მახაშვილი

„პარტიები ნამდვილად ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვები არ არის, ჩაშლილი აქვთ კონკრეტული დავალებები და რეგიონულ წარმომადგენლობებს აძლიერებენ. მათი მხრიდან არსებობს ყველანაირი ის ნიშანი, რაც ახასიათებს პარტიას, როცა არჩევნებში მონაწილეობას იღებს. რა თქმა უნდა, ისინი საჯაროდ არ ლაპარაკობენ, მაგრამ საზოგადოებას ატყუებენ. დღეს მათ საჯაროდ რომ თქვან, არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, ეს ნიშნავს, რომ ხაზი უნდა გადაუსვან ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ანუ, საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ. იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატიულ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ და ჩუმად, მაგრამ მაინც ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. როგორც ჩანს, მათ აქვთ რაღაც მოლოდინი, რომ ამას გარკვეული მოულოდნელობის ეფექტი ექნება საზოგადოებაზე, ან ხელისუფლებაზე. მსგავსი საქციელი ღიმილისმომგვრელი და ბავშვურია. ამას სჯობს, თამამად და პირდაპირ განაცხადონ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და პროცესში ისე შემოვიდნენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიას ეკადრება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

,,ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც”- მეუფე შიო 

ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით. ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეებმა უნდა იქონიონ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა“.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება განრღვეულის კვირა, რადგან წირვის დროს იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.

იერუსალიმში ე.წ. „ცხვრის კარიბჭესთან“ იყო აუზი, რომელშიც დროდადრო ჩამოდიოდა ანგელოზი, წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი ჩავიდოდა ამ წყალში, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო დაავადებული, იკურნებოდა. ამიტომ იქ იყო ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები; მათ შორის იყო ერთი განრღვეული კაცი, რომელიც 38 წელი ავად იყო., მაგრამ ვერ ახერხებდა წყალში ჩასვლას, რადგან არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მას დაეხმარებოდა ამაში.

აი, უფალმა იგი დაინახა, შეებრალა და განკურნა თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით.

სახარების ამ ეპიზოდში რამდენიმე მომენტი იპყრობს ჩვენს ყურადღებას. წარმოიდგინეთ, რომ ამდენ ხალხში ერთი ღვთისნიერი კაციც კი არ მოიძებნა, რომელიც გამოიჩენდა ადამიანობას და ადგილს დაუთმობდა, თავისზე წინ გაუშვებდა ამ სნეულს და წყალში ჩასვლაში დაეხმარებოდა. ასეთი რამ თანამედროვე ცხოვრებაშიც ხდება. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს დიდ ქალაქში, მაგრამ სრულიად მარტო გრძნობდეს თავს. ვერ ამჩნევენ მის გაჭირვებას, მწუხარებას, მარტოობას. ადამიანი შეიძლება დაიღუპოს იმიტომ, რომ არავინ არის მისი შემწე.

აი, ამაზე, ასეთ ადამიანებზე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, ვინც უღმერთოდ ცხოვრობს, ვინც არ ზრუნავს სიკეთეზე, ღვთის მცნებების შესრულებაზე, რომ ხშირად წმინდა წერილი მათ ადამიანებადაც კი არ იხსენიებს. მაგალითად, ნახეთ, რას ამბობს ისაია წინასწარმეტყველი შუაგულ იერუსალიმში: „მოვედი და არ იყო კაცი, ვიძახდი და არავინ იყო ხმის გამცემი“, იმიტომ კი არა, რომ ხალხი მართლა არ იყო იქ (იქაურობა სავსე იყო ხალხით, ეს მთავარი ქალაქი იყო), არამედ იმიტომ, რომ იქ მყოფნი არაფრით ჯობდნენ არმყოფებს, რადგან, როგორც ამბობს ისევ იოანე ოქროპირი, ადამიანს წმინდა წერილი უწოდებს და საერთოდ ადამიანად შეიძლება იწოდოს არა ის, ვინც გარეგნულად არის ასეთი, არამედ ის, ვინც ერიდება ცოდვას, ებრძვის და ამარცხებს არაწმინდა ვნებებს, იღვწის სათნოებებისთვის და ასრულებს უფლის მცნებებს.

აი, ეს ადამიანი იესო ქრისტემ შეამჩნია და დაეხმარა მას. ამ განრღვეულმაც დაინახა უფალი, უპასუხა მის ხმას და განიკურნა. ასე რომ, ყველას, ვინც არის მწუხარებაში, განსაცდელში, თავს გრძნობს მარტო, უნდა ახსოვდეს, რომ უფალი ხედავს მათ, ახლოს არის და დახმარების ხელს უწვდის, მთავარია, ადამიანმა ეს დაინახოს და ღმერთი შემოუშვას თავის ცხოვრებაში.

ამ სახარებიდან ასევე ვხედავთ, რომ სნეულება დაკავშირებულია ცოდვასთან და განკურნება დამოკიდებულია გამოსწორებაზე, დაკავშირებულია შენდობასთან. ეს საიდან ჩანს? – უფალი იესო ქრისტე როცა ამ კაცს განკურნავს, ეტყვის ასეთ სიტყვებს: „აი, შენ განიკურნე, ამიერიდან ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი რამ არ დაგემართოს“ (ინ. 5,14).

მართლაც, ფიზიკური სნეულებები, როგორც ვთქვით, დაკავშირებულია ცოდვებთან, მათგან განკურნება კი დამოკიდებული არ არის მხოლოდ ექიმებსა და წამლებზე, არამედ სინანულსა და გამოსწორებაზე.

მაგრამ ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით.

ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობებით, ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, არიან. ვიზიტი 12 მაისს დასრულდება.

პენტაგონმა სამხედრო მეთაურებს ბიბლიოთეკებიდან გენდერული თანასწორობის თემატიკის წიგნების ამოღება დაავალა – AP

პენტაგონმა სამხედრო შენაერთების მეთაურებს დაავალა, 21 მაისიდან ბიბლიოთეკებიდან გენდერული თანასწორობის თემატიკის წიგნები ამოიღონ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, განკარგულება წერილობითი სახით თავდაცვის მდივნის მოადგილემ ტიმოთი დილმა გასცა. მეთაურებთან მიმოწერაში ნათქვამია, რომ გენდერული კონცეფციისა და იდეოლოგის მატარებელი ლიტერატურა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკას და ინტერესებს არ შეესაბამება.

თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში წვლილი შეიტანოს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს, – თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა ეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

„თურქეთი მზადაა ნებისმიერი ფორმით წვლილი შეიტანოს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებმა „ისტორიულ გარდამტეხ მომენტს მიაღწია“ და რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაგრძელება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხსა და უკრაინის აღდგენის პროცესებში.

ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხვალიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი

ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„კარგი ნიშანია, რომ რუსებმა საბოლოოდ დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი. მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ამას ელოდა. ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა“, – აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის 12 მაისიდან შეწყვეტა.

„მკვლელობების ერთი დღით გაგრძელებასაც კი აზრი არ აქვს. ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.

ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განცხადებიდან რამდენიმე საათში ინდოეთმა და პაკისტანმა ერთმანეთი „დარღვევებში“ დაადანაშაულეს.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ადგილობრივებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში რამდენიმე ძლიერი აფეთქების შესახებ განაცხადეს. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეთანხმება რამდენიმე საათის განმავლობაში არაერთხელ დაირღვა. მოგვიანებით დელის მხრიდან დარღვევების შესახებ განცხადება პაკისტანის საგარეო უწყებაში გაკეთდა.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბრძოლები 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნები სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

6 მაისს, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებში დარტყმა მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას პაკისტანში და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები ინდოეთის წინააღმდეგ.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ პაკისტანს აქვს სრული უფლება, ძალისმიერად უპასუხოს ინდოეთის მიერ თავსმოხვეულ ომის ამ აქტს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდა.

22 აპრილს, ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია დაჯგუფება „ლაშქარ-ი-ტაიბასთან“, თავს დაესხა ტურისტების ჯგუფს ქაშმირის სამხრეთით მდებარე ბაისარანის ხეობაში. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. პაკისტანი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს.