Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა – ირაკლი გოგოხია

x

გუშინ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 ათას ლარს მერიას გადასცემს და ეს თანხა მოხმარდება – სოფელ ორსანტიაში ევროპის ქუჩის, ევროპის ქუჩის პირველი შესახვევის, ერეკლე მეორის, ტაბიძისა და სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩების ბეტონის/ასფალტის საფარის პროექტირების ხარჯებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ზუგდიდის საკრებულოში, ირაკლი გოგოხია, სოციალურ ქსელში წერს.

გოგოხიას განმარტებით, ორსანტიასა და ნარაზენში, ჩამოთვლილი გზების მხოლოდ პროექტირების სამუშაოებს 100 000 ლარი სჭირდება და არა 40 ათასი ლარი, როგორც ეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი გოგოხია აღნიშნავს იმასაც, რომ საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, პოპულიზმის გარეშე უნდა სცოდნოდა, რა თანხაა საჭირო პროექტირების სამუშაოებისთვის.

„გუშინ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 ათას ლარს მერიას გადასცემს და ეს თანხა მოხმარდება – სოფელ ორსანტიაში ევროპის ქუჩის, ევროპის ქუჩის პირველი შესახვევის, ერეკლე მეორის, ტაბიძისა და სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩების ბეტონის/ასფალტის საფარის პროექტირების ხარჯებს. მოდი მივყვეთ დეტალურად: ორსანტიასა და ნარაზენში გიგა ფარულავას მიერ ჩამოთვლილი გზები ჯამში 6 კილომეტრი გამოდის, მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიონი ლარია, საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად პროექტირებისთვის მშენებლობის ღირებულების 2 პროცენტია გათვალისწინებული, გამოდის რომ ჩამოთვლილი გზების მხოლოდ პროექტირების სამუშაოებს 100 000 ლარი სჭირდება და არა გიგა ფარულავას მიერ საპიაროდ გაცხადებული 40 ათასი ლარი. საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, რომელიც ამ თანამდებობამდე ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა და ინფრასტრუქტურას კურირებდა, პოპულიზმის გარეშე უნდა სცოდნოდა – რა თანხა სჭირდება პროექტირების სამუშაოებს. ისე ცნობისთვის, თქვენს მიერ ჩამოთვლილ სოფლებში, მთელ რიგ ქუჩებზე პროექტირების სამუშაოები დასრულებულია, თანხა გამოყოფილია, ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და დავიწყებთ გზების მოწყობის სამუშაოებს: ორსანტიაში: ენგურის, ზუგდიდის, თამარ მეფის, ქუჯის ქუჩების რეაბილიტაციას ვიწყებთ. ნარაზენში – საპერტიოს უბანში, კონსტანტინე გამსახურდიას, კობა სერგიას და მაცხოვრისკარის ქუჩების სრული რეაბილიტაციას ვასრულებთ; ეს ის ქუჩებია, რომლებიც სწორედ ამ სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ყველაზე პრობლემურ მონაკვეთებად დასახელდა და სწორედ მოსახლეობის უმეტესობამ მიიღო გადაწყვეტილება უპირატესობა ამ ქუჩებისთვის მიენიჭებინათ. ეს მხოლოდ ამ ორო სოფლის მაგალითზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებია – ციფრები ყველა ადმინისტრაციული ერთეულის გათვალისწინებით ბევრად მასშტაბურია, მოსახლეობის ინტერესების კი მათივე პრიორიტეტის მიხედვით მაქსიმალურად გათვალისწინებული. ჩვენთვის ცნობილია, ორსანტიაში ევროპის ქუჩის, ევროპის ქუჩის პირველი შესახვევის, ერეკლე მეორის, ტაბიძისა და სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, მერიის შესაბამის სამსახურებს შესწავლილი აქვთ ეს ქუჩები, თუმცა ჩვენი მუშაობის სტილი ბატონი გიგასთვისაც ცნობილია: ვაგვარებთ ყველაზე მწვავე, ყველაზე პრობლემურ საგზაო ინფრასტრუქტურას და ასე რიგითობით და დაგეგმილად მივყვებით საქმეს. აუცილებლად მოვახდენთ ამ ქუჩების რეაბილიტაციასაც, არა პოპულისტური პროექტირების საჭირო თანხის მესამედზე ოდნავ მეტის გამოთავისუფლებით, არამედ საქმით – დაგებული გზით და შესრულებული სიტყვით! გიგა, აბრა სხვაა, საქმე სხვაა…” – წერს ირაკლი გოგოხია.

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კარ­გი დღეა ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. ახ­ლებს ნუ წა­მო­ი­წყებთ. ნუ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებს. სწავ­ლის­თვის ნე­იტ­რა­ლუ­რი დღეა, მაგ­რამ გა­მოც­და სხვა დრო­ის­თვის გა­და­დეთ. უმ­ჯო­ბე­სია ეს დღე გან­მარ­ტო­ე­ბით, ბუ­ნე­ბა­ში გა­ა­ტა­როთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რეთ კონ­ტაქ­ტე­ბი, გუ­ლი­თა­დი სა­უბ­რე­ბი. მო­ე­რი­დეთ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან კონ­ფლიქტს. სამ­სა­ხუ­რის, საქ­მი­ა­ნო­ბის შეც­ვლას. გა­თა­ვი­სუფ­ლდით უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბი­სა­გან. არა­სა­სურ­ვე­ლი დღეა ქორ­წი­ნე­ბი­სა და ნიშ­ნო­ბი­სათ­ვის. მო­ე­რი­დეთ ხორ­ცი­ან კერ­ძებს. ამ დღეს ადა­მი­ა­ნი მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რეა საკ­ვე­ბის მი­მართ. ნუ გა­დატ­ვირ­თავ კუჭს, მაგ­რამ ნურც იშიმ­ში­ლებთ. მი­ი­ღეთ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი.

ვერ­ძი

დღეს სამ­სა­ხურ­ში აჩ­ქა­რე­ბა შეც­დო­მებ­სა და პრობ­ლე­მებს გა­მო­იწ­ვევს. დღეს სახ­ლში არ უნდა დარ­ჩე. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ დრო­ის გა­ტა­რე­ბას კომ­პა­ნი­ა­ში, კონ­ცერ­ტზე წას­ვლას ან ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლას. 27 ივ­ლისს მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

კურო

გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას შე­საძ­ლოა შე­ზღუდ­ვებს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ა­წყდეს. მო­ძებ­ნეთ სხვა ვა­რი­ან­ტე­ბი, იყა­ვით კრე­ა­ტი­უ­ლი. უნდა იყოთ და­ჟი­ნე­ბუ­ლი, რათა მი­ი­ღოთ ის, რაც გსურთ ან და­ას­რუ­ლოთ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მო­ე­რი­დეთ კა­მათს და და­პი­რის­პი­რე­ბას.

ტყუ­პი

გა­გი­ჭირ­დე­ბათ კო­მუ­ნი­კა­ცია, ნე­ბის­მი­ე­რი სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­და­ი­ზარ­დოს კა­მათ­ში ან ჩხუბ­ში. უმ­ჯო­ბე­სია დღე მარ­ტომ და მშვი­დად გა­ა­ტა­როთ, აკე­თოთ ის, რაც გიყ­ვართ, ნაკ­ლე­ბად ისა­უბ­როთ, თუნ­დაც საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან. არა­ფე­რი ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეს არ და­ი­წყოთ.

კირჩხი­ბი

დღეს უნდა და­უთ­მოთ დრო საყ­ვა­რელ საქ­მე­ებს, რა­საც კმა­ყო­ფი­ლე­ბა მო­აქვს. გვერ­დზე გა­და­დეთ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხე­ბი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ყიდ­ლე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბა. დღეს დიდი შან­სია და­ხარ­ჯოთ დიდი თან­ხა არა­სა­ჭი­რო ნივ­თებ­ზე.

ლომი

შე­ე­ცა­დეთ და­ი­კა­ოთ პა­სი­უ­რი პო­ზი­ცია, ნაკ­ლე­ბი ისა­უბ­როთ და არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი. 27 ივ­ლისს თქვენს სი­ტყვებ­სა თუ ქმე­დე­ბებს შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა, ამი­ტომ პა­სუ­ხის გა­ცე­მამ­დე შეგ­ნე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ და ორ­ჯერ და­ფიქ­რდით. კარ­გია დრო და­უთ­მოთ ჰო­ბის და მსუ­ბუქ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს.

ქალ­წუ­ლი

თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სი­ტყვე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მო­მა­ვალ მოვ­ლე­ნებ­ზე, ამი­ტომ შე­ზღუ­დეთ კო­მუ­ნი­კა­ცია, ეცა­დეთ მხო­ლოდ იმა­ზე ისა­უბ­როთ, რაც კარ­გად იცით. უმ­ჯო­ბე­სია დღე სახ­ლში გა­ა­ტა­როთ, ოჯახ­თან ერ­თად. იზ­რუ­ნეთ ყო­ველ­დღი­ურ სა­კი­თხებ­ზე, იმოქ­მე­დეთ ფრთხი­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად. საყ­ვა­რე­ლი ჰობი გა­გა­ხა­ლი­სებთ.

სას­წო­რი

დღე ამაღ­ლე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფო­ნის მქო­ნეა. კარ­გი იქ­ნე­ბა, გან­მარ­ტო­ე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბა და სახ­ლში სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბა. მო­უს­მი­ნეთ თქვენს ინ­ტუ­ი­ცი­ას: ის გე­ტყვით ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის სწორ გა­და­წყვე­ტას. და­უთ­მეთ დრო და ჩა­მო­წე­რეთ ის იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს და­გე­ბა­დე­ბათ.

მო­რი­ე­ლი

სა­სარ­გებ­ლოა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­ზღუდ­ვა და ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბა. ამ გზით შეძ­ლებთ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ და­ძა­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი ან ჩხუ­ბი სხვებ­თან. უმ­ჯო­ბე­სია, რთუ­ლი საქ­მე­ე­ბი სხვა დღის­თვის გა­და­დოთ, დღეს კი დრო და­უთ­მოთ სა­სი­ა­მოვ­ნო აქ­ტი­ვო­ბებს, თქვენს ჰო­ბის, პი­რა­დი თუ ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას.

მშვილ­დო­სა­ნი

მო­ემ­ზა­დეთ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და დაგ­ვი­ა­ნე­ბის­თვის. 27 ივ­ლისს მო­გი­წევთ და­მა­ტე­ბი­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა და მეტი ძა­ლის­ხმე­ვა მიზ­ნე­ბის­კენ სვლის­თვის. მი­მარ­თეთ დახ­მა­რე­ბა გავ­ლე­ნი­ან და პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებს, ისარ­გებ­ლეთ მათი გა­მოც­დი­ლე­ბით.

თხის რქა

დღე რთუ­ლი და და­ძა­ბუ­ლია. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ბევ­რი დრო და­კარ­გოთ წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­ლა­ხა­ვად. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე სა­ღა­მომ­დე გა­და­ი­ტა­ნოთ, როცა თქვე­ნი ენერ­გია მო­ი­მა­ტებს. მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა და გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა.

მერ­წყუ­ლი

მკაცრ­მა სი­ტყვამ ან შე­ნიშ­ვნამ შე­იძ­ლე­ბა კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს, ამი­ტომ დღეს თა­ვა­ზი­ა­ნი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, სა­უ­ბა­რი გმარ­თებთ. სა­სარ­გებ­ლოა დრო­ის გა­რეთ გა­ტა­რე­ბა, მე­გობ­რე­ბის შეხ­ვედ­რა, პარკში გა­სე­ირ­ნე­ბა. სა­ღა­მოს და­კავ­დით ჰო­ბით და აღიდ­გი­ნეთ სიმ­შვი­დე.

თევ­ზე­ბი

დღე შე­სა­ფე­რი­სია დას­ვე­ნე­ბის­თვის, მშვი­დი და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შა­ოს­თვის. არ უნდა და­ი­წყოთ სე­რი­ო­ზუ­ლი ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე­ე­ბი. ნუ გას­ცემთ ნაჩ­ქა­რევ პა­სუ­ხებს, ამან შე­იძ­ლე­ბა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­გაგ­დოთ. მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო იქ­ნე­ბა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს

„მედგიდის“ ლიდერი და პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის“ წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

პოლიტიკური გაერთიანების ღონისძიება პარტიის ოფისში ჩატარდა.

ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას თანაპარტიელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

განცხადებაში მან ასევე მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, წინ დიდი ბრძოლაა. სოფო ჯაფარიძის თქმით, ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს, ამის თქმის საფუძველს კი ხალხის ენთუზიაზმი და შემართება აძლევს.

პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დაიწყო

JPG edited with https://ezgif.com/resize

პარიზში 2024 წლის ოლიმპური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს.

გახსნის ცერემონია მდინარე სენას გასწვრივ ტარდება, ის აუსტერლიცის ხიდიდან იწყება და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა გახსნა.

ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალურ მიღებას ელისეის სასახლეში მეუღლესთან ერთად მასპინძლობდა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ემანუელ მაკრონმა, მეუღლესთან ერთად, ელისეის სასახლეში უმასპინძლა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ციხელაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მოხდა, რასაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ელჩს როტაციის ვადა ამოეწურა.

დაინიშნება თუ არა ციხელაშვილი სხვა ქვეყანაში ელჩის თანამდებობაზე, უწყებაში განმარტავენ, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე მას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ცნობისთვის, დიპლომატიური წარმომადგენლობის როტაციის ვადა საკონსულოში ოთხი წლით არის განსაზღვრული.

ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 18 ივლისს მოაწერა ხელი. მთავრობის ვებ-გვერდზე კი ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულება 24 ივლისს არის გამოცემული.

პროკურატურამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორის დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორის დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და ოპერატორი სიუჟეტის მოსამზადებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტელეკომპანიის და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ორი პირი მივიდა მათთან და სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით ჟურნალისტისგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ. ბრალდებულებმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული 26 ივლისს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გააცნო. შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებისა და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებისა პროცესის შესახებ.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა საშუალება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება გამოყენებული. აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ფაქტობრივად ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ საკითხზე. რა თქმა უნდა, ასეთი საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება, იმისათვის რომ მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია ყველა ამომრჩევლამდე, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ ამ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირება“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით დღეს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა და მას მოდერაციას ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და გამგეობის წევრი ნიკოლოზ ხუნძიკაშვილი უწევდნენ.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.

პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის მეთაური ლევილში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრმა პრემიერს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს რეაბილიტაცია, რომლის სახურავი მთლიანად შეიცვალა. შატოს პირველ სართულზე განთავსდება პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მუზეუმი, მეორე სართულზე კი რვა საცხოვრებელი სივრცე მოეწყობა.

მამულში უკვე დასრულდა გუშაგის სახლის რეაბილიტაცია, სახელოვნებო საცხოვრებლების კეთილმოწყობა; აღდგა 4 ჰა ტერიტორიის გალავნის ავთენტიკური სახე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს.

„ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა – ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიული მამული სრულად აღდგება და კულტურულ-საგანმანათლებლო კერად იქცევა.

პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერსა და ლევილის მერთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ხსოვნას.

ეროვნული გამოცდები დასრულდა – შედეგების გამოქვეყნება აგვისტოში დაიწყება

2024 წლის გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 26 ივლისს დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი შედეგების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 93%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 71%. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 79%-მა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი – 84%-მა. იყო გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევაც დამხმარე მასალის სარგებლობის მცდელობის გამო.

„წლევანდელმა გამოცდებმა, ვფიქრობ, წარმატებით ჩაიარა, რაც ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის ორგანიზებაში ჩართული თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგებით დაიწყება. რაც შეეხება სხვა საგნებს, შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. გამოსაცდელი მიღებული ქულისა და საკუთარი ნაშრომის ნახვას შეძლებს ვებგვერდზე: online.naec.ge.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო აბიტურიენტებს, რომ მათ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. ამიტომ მინდა ვთხოვო მათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედონ საკუთარ არჩევანს და, სურვილის შემთხვევაში, შეიტანონ ცვლილება პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ცვლილებები შენახვის ღილაკის გამოყენებით დაიმახსოვრონ,“ – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი.

საქართველოს მასშტაბით 2024 წელს გახსნილი იყო სულ 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდისათვის კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7087 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7087 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7087 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9406 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9469 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0063 ლარი შეადგინა.

„ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვთ ქართველი ხალხისთვის სათქმელი” – საბა ბუაძე

ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს და ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, ისღა დარჩენია ყოველი დღე ოპოზიციაზე საუბრით დაიწყოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ აღნიშნა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობდა.

როგორც ბუაძემ განმარტა, „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვთ ქართველი ხალხისთვის სათქმელი.

„სამარცხვინო შალვა პაპუაშვილი გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციიდან პირდაპირ ივანიშვილის კალთაში გადახტა, იმისთვის, რომ გაავრცელოს ის ტყუილი, რომლითაც მას გაუხარებს გულს. ჩვენ ვიცით, რომ მათ არაფერი აქვთ ქართველი ხალხისთვის სათქმელი. შესაბამისად, თავად მოიაროს საქართველო, ქუთაისელებს უთხრას, რატომ ჩამოიქცა გელათი; ბათუმელებს უთხრას, რატომ არის, მთელი წლის განმავლობაში, მთელს აჭარაში რუსების უკონტროლო შემოდინება; კახელებს უთხრას, რატომ არაა ამ ქვეყანაში არანაირი ეკონომიკური პერსპექტივა და პენსიონერებს მთელი საქართველოს მასშტაბით განუმარტოს, რატომ არის მათი პენსია ასეთ კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე. სინამდვილეში, ეს ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს და ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, ესღა დარჩენია, ყოველი დღე დაიწყოს ოპოზიციაზე საუბრით, ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს საქმე“, – განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესავდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. „თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.