Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას მოგთხოვთ, მაგრამ არ ინერვიულოთ – ბიზნესიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, შემოსავალი გელით.

კურო

ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ უმჯობესია, დაისვენოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

ტყუპები

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. თუ მეგობრებმა სასიამოვნო ღონისძიებაზე დაგპატიჟეს, უარი არ უთხრათ – რთული სამუშაოს შემდეგ განტვირთვა გჭირდებათ. შესაძლოა, სამსახურში სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ.

კირჩხიბი

პროფილაქტიკური მკურნალობისა და დიეტის დაწყებისთვის ხელსაყრელი დროა. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან პატარა შეცდომამ შეიძლება, დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. პროექტი, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, ადვილი, მაგრამ მოგებიანია, ამიტომ დროულად უნდა დაიწყოთ.

ლომი

სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. გახსოვდეთ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება და პრობლემებს შეგიქმნით. ნუ აჩქარდებით, მშვიდად იმოქმედეთ და ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ. მოერიდეთ გადაღლას და ნერვიულობას.

ქალწული

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი სამუშაოს შესრულებაში ხელს გიშლით. გავლენიან ადამიანთან შეხვედრა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნისა და ქორწინებისთვის. მამაკაცები რაინდული საქციელით გარშემო მყოფებს გააოცებენ. თქვენი ინიციატივა კოლეგებისა და უფროსების მოწონებას დაიმსახურებს და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

მორიელი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. უფროსთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

დილიდან დატვირთული დღე გელით. ოჯახური საქმეები დიდ დროს წაგართმევთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. იზრუნეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობაზე – სასურველია, პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი დაიწყოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ნაჩხუბარ მეგობართან შერიგებისთვის. პროექტი, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში ხშირი დაგვიანება პრობლემებს შეიქმნით, ამიტომ გირჩევთ, საიმედო მაღვიძარა შეიძინოთ.

მერწყული

ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ – შედეგი მოლოდინს ვერ გაამართლებს. თუ არ იზარმაცებთ, სამსახურში წარმატებას მიაღწევთ და შექებას დაიმსახურებთ. არახელსაყრელი დროა კოლექტიური სწავლებისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის, ინდივიდუალური საქმიანობა უფრო წარმატებით განხორციელდება.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის – დღეს მეტისმეტად დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახერხებთ. შინაური ცხოველები ვეტერინართან არ უნდა მიიყვანოთ – თუ შესაძლებელია, გადადეთ ეს ღონისძიება რამდენიმე დღით. განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.

შსს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია მის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.

სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას” დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.

სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

,,მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია”- ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის” ეთერში განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელლდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც აქვს ქვეყანას.

„ჩვენ ვაკავშირებდით დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას, ამ კუთხით დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როლი, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს როლი, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის იდება ძალიან დიდი ინვესტიციები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაში, რკინიგზაში, პორტებში, აეროპორტებში. გაგრძელლდება ამ მიმართულებით  სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ სახელმწიფოს ზღვასთან, შესაბამისად, ევროპასთან, დასავლეთთან და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ შესაბამისი პოტენციალი, უნდა გავაღრმაოთ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ერთ მხარეს, ე.წ. ორთოდოქს ნაციონალებს აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილს მისცეს მწვანე შუქი – დავით მათიკაშვილი

მმართველ გუნდს კითხვებს უჩენს “ლელოს” გადაწყვეტილება – რატომ იღებენ პრეზიდენტის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობას, და რატომ ამბობენ უარს მიხეილ ყაველაშვილის წინადადებაზე? – “ქართული ოცნება” ოპონენტების ქმედებების მიღმა გარე ძალების ინტერესებსა და კარნახს ხედავს.

“ლელოს” პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ის უფრო იხრებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ, მართალია, ამას დღემდე მკაფიოდ არ ამბობდა, თუმცა ჩანდა მათი პარტიული აქტიურობა რეგიონებში. დღეს ისინი ამ ყველაფერს ღიად აცხადებენ.

ერთ მხარეს, ე.წ. ორთოდოქს ნაციონალებს აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილს მისცეს მწვანე შუქი. უნდათ, რომ გააქრონ პოლიტიკური ველიდან ის პარტია, რომელიც არის დამძიმებული ცოდვებით, რომლის ჩამორეცხვაც არის პრაქტიკულად შეუძლებელი, თუმცა ისინი ცდილობენ. არიან რა ქვეყნის გარეთ და რეალურად, პულსზე ხელი არ უდევთ, ჩვენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების. ისინი ფიქრობენ, რომ გახარია და ხაზარაძე გამიჯნონ, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში იყვნენ, ეს ადამიანები გამიჯნონ “ნაციონალური მოძრაობისგან” და მათგან შექმნან რაღაც შუაშისტური ძალა, რომელიც არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ამ ყველაფერს თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარი გადაწყვეტილებით,” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

,,რუსეთის მიმართ მსგავსი პოლიტიკის გატარება, სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს”- პუტინი

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც დღემდე ატარებენ, მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„რაც უფრო მეტად გააგრძელებენ ისინი (დასავლეთის ქვეყნები) იმ პოლიტიკის გატარებას, რომელსაც აქამდე ატარებენ რუსეთის მიმართ, მით უფრო უარესი იქნება მათთვის“, – განაცხადა პუტინმა.

მან რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში ძალიან კარგი და უნიკალური ურთიერთობები ჰქონდა.

რაც შეეხება ამერიკელებს, ჩვენ ყოველთვის, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გვქონდა ძალიან კარგი და უნიკალური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ სურვილს, მიეღოთ დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან. სინამდვილეში, იარაღითაც კი ვამარაგებდით, ფულითაც კი ვეხმარებოდით და ა.შ. შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთს ვუჭერდით მხარს. ყოველთვის ვპოულობდით რაღაცას, რაც ქვეყნებს აერთიანებდა“, – აღნიშნა პუტინმა.

ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე რწმენით ვიღებდეთ – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას, მრევლს ქადაგებით მიმართა.

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, მან რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას.

დღეს წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი, რომელიც გვასწავლის, როგორი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს იმისთვის, რომ ღვთისთვის მოსაწონი იყოს მისი ლოცვა, რათა ღმერთმა შეისმინოს ადამიანის ლოცვა და თხოვნა შეუსრულოს.

მოგეხსენებათ, იმჟამად მთელი პალესტინა დაპყრობილი იყო რომაელების მიერ და ყველა ქალაქში იდგა მათი საჯარისო დანაყოფი. და აი, კაპერნაუმში, რადგან პატარა ქალაქი იყო, მხოლოდ ასეული იდგა. პალესტინაში უკვე ცნობილი იყო იესო ქრისტეს სასწაულთმოქმედი ძალის შესახებ, რომლითაც იგი მრავალ ადამიანს ეხმარებოდა, სიკეთეს უკეთებდა. ამიტომ ასისთავი მიდის მასთან და სთხოვს თავისი მსახურის განკურნებას. უფალმა უპასუხა: „მე მოვალ შენთან და მას განვკურნავ“ (მთ. 8, 7). ნახეთ, რა საოცარი ადამიანი აღმოჩნდა ეს ასისთავი, რამაც განაპირობა მაცხოვრის ასეთი პასუხი და ის, რაც შემდგომ აღასრულა. ასისთავი გააოცა მაცხოვრის სიტყვებმა და უთხრა: „უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემთან სახლში მოხვიდე, შენ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვი და ჩემი მსახური განიკურნება“ (მთ. 8, 8 ). უფალი ასეც მოიქცა და ეს მსახური მაშინვე განიკურნა. შემდეგ მან უთხრა იმათ, ვინც მიჰყვებოდა, ვინც მას ახლდა: „ისრაელშიც კი ვერ ვნახე ასეთი რწმენა” (მთ. 8, 10), როგორიც აქვს ამ წარმართს და უცხოტომელს“. ეს იყო რწმენა, სავსე სიმდაბლით, დიდი მოკრძალებით, რამაც თვით უფალი იესო ქრისტეც გააკვირვა.

რა გაკვეთილი გამოგვაქვს ჩვენ? რას ვსწავლობთ ამ ეპიზოდიდან? რა თვისებები გამოავლინა ამ ასისთავმა, რომ ასეთი დიდი მადლი მიიღო და ასეთი სასწაული აღუსრულა უფალმა? – ეს იყო მტკიცე რწმენა, დიდი სიმდაბლე, ღვთის წინაშე საკუთარი უღირსების შეგრძნება და სიყვარული, რომელიც მან გამოავლინა თავისი მსახურისადმი.

ეს სწორედ ის თვისებებია, რაც საწინდარია იმისი, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები, მოგვცეს მადლი და თხოვნა შეგვისრულოს.

ერთხელ უფალ იესო ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გამოცდილი მეთევზეები იყვნენ, მთელი ღამე თევზაობდნენ გენესარეთის ტბაში, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. მაშინ მაცხოვარმა უთხრა პეტრეს, სიმონს, უფრო სწორად, შემდგომ პეტრედ წოდებულს: „შეცურდი უფრო ღრმად და მოისროლე ბადე“ (ლკ. 5, 4), პეტრემ მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვით მოვისვრი ბადეს“ (ლკ. 5, 5). მართლაც, მოშორდა ნაპირს ნავით, მოისროლეს ბადე მან და სხვებმა და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორი ნავი გაავსეს. მაშინ პეტრე მივიდა უფალთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რამეთუ მე კაცი ცოდვილი ვარ“ (ლკ. 5, 8 ).

როგორ ჰგავს პეტრეს ეს სიტყვები იმას, რაც თქვა ასისთავმა. ორივემ ეს სიტყვები წარმოთქვა დიდი სიმდაბლით, დიდი რწმენით, მოკრძალებით. ეს ის თვისებებია, რომლებიც წარმოშობენ ამ განსაკუთრებულ რწმენას.

დავფიქრდეთ, ძმებო და დებო, გვაქვს ჩვენ ასეთი რწმენა, როგორც ჰქონდათ ასისთავს და პეტრე მოციქულს, რომელიც მომდინარეობს ასეთი სიმდაბლიდან და მოწიწებიდან? თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება.

მინდა, დღეს შეგახსენოთ საოცარი რწმენის კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც გვაძლევს ბიბლია, ძველი აღთქმა, კერძოდ, მრავალვნებული იობის წიგნი, რომელიც გვასწავლის, რომ ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე რწმენით ვიღებდეთ. როდესაც გვწამს, რომ ყველა განსაცდელს თუ მწუხარებას, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ხვდება, აქვს თავისი დაფარულ აზრი და მნიშვნელობა.

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ასეთი რწმენა, ასეთი სიმდაბლე, ასეთი მოკრძალება, რაც გადაგვარჩენს, ფერს უცვლის ჩვენს ცხოვრებას და შეგვიყვანს ღვთის სასუფეველში, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!”, – განაცხადა მეუფე შიომ. 

ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კატარში დელეგაციას გაგზავნის

ისრაელი კატარში დღეს დელეგაციას გაგზავნის ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში მოთხოვნილი ცვლილებები მიუღებელია.

„წუხელ მოგვაწოდეს ცვლილებები, რომლის შეთანაც „ჰამასს“ კატარის წინადადებაში სურს და ის ისრაელისთვის მიუღებელია“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, დელეგაცია მაინც გაემგზავრება კატარში, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებები შესაძლო მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმებაზე იმ წინადადების საფუძველზე, რომელსაც ისრაელი დაეთანხმა.

ბათუმში, ამოღებულია 3 კილოგრამამდე „კოკაინი“, 13 000-მდე „ექსტაზის“ აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გვიან ღამით, აჭარის რეგიონში, ბათუმში, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კილოგრამამდე „კოკაინი“, 13 000-მდე „ექსტაზის“ აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც დარახველიძემ განმარტა, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ ბათუმში არსებულ სხვადასხვა ღამის კლუბში იგეგმებოდა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა ადამიანების და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულში დახმარების ფაქტებზე ბელარუსის ორი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული რ.ს. და 2004 წელს დაბადებული მ.ვ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ბათუმში, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გარდა ამისა, პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია 7 ცალ ბურთულაში მოთავსებული „კოკაინი“, „ექსტაზი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო სხვა ნივთები. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთვის შერჩეული კონკრეტული ლოკაციების ფოტოსურათებიც.

დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს, აღნიშნული ნარკოდანაშაულის ფაქტთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 18-260-ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას.

ჩვენი უწყება, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის“, – აღნიშნა დარახველიძემ.

ტეხასში წყალდიდობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15 ბავშვია – მაშველები 27 დაკარგულ ბავშვს ეძებენ

სამძებრო-სამაშველო ჯგუფები კვლავ ცდილობენ 27 დაკარგული ბავშვის პოვნას აშშ-ის ტეხასის შტატში, მდინარე გვადალუპეს მახლობლად მდებარე გოგონების საზაფხულო ბანაკში, რომელიც ძლიერი წვიმების შემდეგ ადიდდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი დაიღუპა.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ ბანაკი საშინლად განადგურდა და პირობა დადო, რომ სამაშველო ჯგუფები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ყველა დაკარგულ გოგონას იპოვნიან. გუბერნატორმა ყველა ჩართულ სახელმწიფო უწყებას დაავალა, რომ პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ძალისხმევას მიანიჭონ.

ანტონიო გუტერეში უკრაინაზე რუსეთის დარტყმებს გმობს და ბირთვული უსაფრთხოებისთვის შექმნილ რისკებზე საუბრობს

გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების უახლესი ტალღა და განაცხადა, რომ დარტყმები კვლავ საფრთხეს უქნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაშია აღნიშნული.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა სახიფათო ესკალაციისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდის გამო. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

„ამ დარტყმებმა შეაფერხა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოებისთვის არსებულ რისკებს. გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ, როგორც პირველი ნაბიჯისკენ სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობისკენ, გაერო-ს ქარტიის, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთი ესტონეთს, შესაძლოა 5-7 წელიწადში თავს დაესხას – მარკ რუტე

რუსეთი ესტონეთს ახლა არ დაესხმება თავს, მაგრამ შეიძლება ეს ხუთ-შვიდ წელიწადში გააკეთოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც აღწერილია ესტონეთში ჩატარებული წვრთნები, რათა შემოწმებულიყო მისი მზადყოფნა რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის. სტატიის ავტორები აცხადებენ, რომ ესტონეთს არ ჰყავს საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი. წვრთნებში, დამპყრობელი არმიის გუნდს „შესაძლებლობების უპირატესობა“ ჰქონდა – მეტი მძიმე ჯავშანი, მეტი შორ მანძილზე სროლა. სტატიაში აღნიშნულია, რომ წვრთნები, ძირითადად, ესტონეთისთვის კარგად არ წარიმართა.

„ყველაფერი, რაც New Yorker-შია აღწერილი, სწორია. თუმცა ეს არ არის „გამოსაღვიძებელი ზარი“, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა გეგმა, რომ თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან – და რუსებმა ეს იციან – ჩვენი რეაქცია გამანადგურებელი იქნება. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინი ამ პროგრამებს აკვირდება. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ ეს გეგმები გვაქვს, არამედ გვყავს ხალხი და სამხედრო აღჭურვილობაც, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტის დახარჯვა. თუმცა, საქმე იმაში არ არის, რომ ესტონელები მარტო დარჩნენ. ნატო-ს სრული ძალა, მათ შორის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა, მოვა დასახმარებლად. პუტინმა ეს იცის. სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს დღეს ესტონეთს. თუმცა, შესაძლოა, ხუთ ან შვიდ წელიწადში დაესხას თავს, თუ ყველა ამ დამატებით ინვესტიციას არ განვახორციელებთ“, – აღნიშნა რუტემ.