Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა რთულ ამოცანებთან გასამკლავებლად და გადადებული საქმეების დასასრულებლად. პოზიტიური განწყობა, საქმის გარდა, პირად ურთიერთობებშიც დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზი და საბედისწერო შეხვედრა გელით.

კურო

მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეა, დილიდან სამუშაო განწყობას და აქტიურობის სურვილს გრძნობთ. მშვენიერია, ადრე დაწყებული პროექტების დასრულება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ეცადეთ, თქვენი ჰობისთვისაც დრო გამონახოთ, რადგან ის შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს.

ტყუპები

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სირთულეები არ გაშინებთ, რადგან გარშემომყოფები გამუდმებით დახმარებას და მხარდაჭერას გთავაზობენ. თუ სიზარმაცეს დაძლევთ და დასვენების დღეს მუშაობას დაუთმობთ, ხელმძღვანელობა ამას აუცილებლად დააფასებს და ფინანსურად წაგახალისებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ ურთიერთობებში მეტი ტაქტი და პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ. ერთი დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით შეიძლება თანამოსაუბრე გაანაწყენოთ და შეურაცხყოთ. ეცადეთ. უსაქმოდ არ გაჩერდეთ – ამ დღეს როგორც სახლში, ისე სამსახურში საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და სასურველ შედეგს მიიღებთ.

ლომი

დროა, სახლის დასუფთავებასა და მოწესრიგებაზე იზრუნოთ. ხელსაყრელი დღეა მცირე რემონტის ან ავეჯის გადაადგილებისთვის. არც საკუთარი თავი დაივიწყოთ – გირჩევთ, საგაზაფხულოდ სტილის შეცვლა და სილამაზის სალონში ვიზიტი დაგეგმოთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრების მოსვლა განწყობას გაგიხალისებთ.

ქალწული

იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, დაიწყეთ გამაჯანსაღებელი დიეტა. გირჩევთ, მძიმე ფიზიკურ ან გონებრივ მუშაობას მოერიდოთ. ეცადეთ, სასიამოვნოსა და სასარგებლოს შორის ოქროს შუალედი მოძებნოთ და თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს მოგიტანთ.

სასწორი

შესაფერისი დღეა განმარტოებისა და სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის. ეცადეთ, ბოლო დროინდელი მოვლენები გააანალიზოთ – გაიხსენეთ, რა გაკეთდა და რას სჭირდება დამატებითი ძალისხმევა. უმჯობესია ყველანაირი ურთიერთობა შეზღუდოთ და მსუბუქი საქმით დაკავდეთ. თუ საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვევით, გადაწყვეტილებას ადვილად იპოვით.

მორიელი

ამ დღეს საკუთარ გეგმებს უნდა მიჰყვეთ და სხვა ადამიანების წესებზე ან მოლოდინებზე ნაკლები იფიქროთ. ნუ დარჩებით საკუთარ ფიქრებთან მარტო – სასურველია, მიმდინარე საქმეებზე და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ახლობელ ადამიანებთან ერთად იზრუნოთ. საღამოს დრო გამონახეთ მეგობრებთან ან თანამოაზრეებთან შესახვედრად.

მშვილდოსანი

ყტოველმხრივ წარმატებული და ხელსაყრელი დღეა. თუ დასვენების ნაცვლად, მუშაობა გიწევთ, გირჩევთ ეს კოლეგებთან ან თანამოაზრეებთან ერთად გააკეთოთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა დიდ სარგებელს მოგიტანთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა

ეცადეთ, ოპტიმისტურად განეწყოთ და უსიამოვნო წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. ამ დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება საგულდაგულო განხილვას მოითხოვს. ნუ იჩქარებთ საკუთარი აზრის გამოხატვას, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ.

მერწყული

სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფულთან დაკავშირებული სირთულეები სწრაფად გადაჭრათ და არავითარ შემთხვევაში სამომავლოდ არ გადადოთ. მოსალოდნელი კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ.

თევზები

მეგობრის დახმარებით, შესაძლოა, წარმატებით გადაჭრათ პრობლემა, რომელიც მუდმივად თავს გახსენებთ. ენერგიით სავსე ხართ და ვარსკვლავების მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე გრძნობთ. ეცადეთ, ეს შანსი მიზნის მისაღწევად გამოიყენოთ.

ტრამპი: ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიაზე, ვსაუბრობთ გამყოფ ხაზებზე, ვსაუბრობთ უკრაინული ელექტროსადგურების მფლობელობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და კიევი ძალიან მალე დადებენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და შემოსავლების განაწილების შესახებ შეთანხმებას.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინასთან განიხილავს ამერიკული კომპანიების მიერ უკრაინის ელექტროსადგურების მფლობელობის შესაძლებლობას, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ელექტროსადგურებზეა საუბარი.

„ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიაზე. ვსაუბრობთ გამყოფ ხაზებზე, ვსაუბრობთ ელექტროსადგურების მფლობელობაზე. ზოგიერთი ამბობს, რომ აშშ უნდა ფლობდეს ელექტროსადგურებს, რადგან ჩვენ გამოცდილება გვაქვს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა

კახა კალაძე: რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება სომეხ ხალხთან მეგობრობას და ძმობას ვერ შეცვლის

„როცა გასვლით შეხვედრაზე ძალიან მეგობრულად მიგიღეს, კარგი დახვედრა მოგიწყვეს, რას ერჩოდი ამ ხალხს? არ იყო სწორი ქმედება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას ისაუბრა.

კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „დინამო არენაზე“ საქართველო-სომხეთის მატჩზე მომხდარ ინციდენტს და აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი დასაგმობია.

„ცხადია, არ იყო სასიამოვო სანახავი. ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ბევრმა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაიყვანა თემა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. თუნდაც საუბარი იმაზე, რომ ეს ჩვენს ძმობას, მეგობრობას აზიანებს. ამ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. ფაქტი აუცილებლად დასაგმობია. კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ქმედება. როცა გასვლით შეხვედრაზე ძალიან  მეგობრულად მიგიღეს, კარგი დახვედრა მოგიწყვეს, რას ერჩოდი ამ ხალხს? არ იყო სწორი ქმედება. ამ ტიპის ქმედებები დამაზიანებელია.  შესაძლოა, შემდეგი თამაშები გულშემატკივრის გარეშე ჩატარდეს და მაყურებელს დასწრება აუკრძალონ. ვიმედოვნებთ, რომ უეფა ამ ტიპის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს სომეხ და-ძმებს – მათ მეგობრობას და ძმობას ვუდასტურებთ. რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება ამ ურთიერთობას ვერ შეცვლის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრებს იმისთვის, რომ ბოლო ორ თამაშში მაღალი კლასი აჩვენეს.

„ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ მივულოცავ ამ საოცარ გამარჯვებას. ორივე შეხვედრაში გუნდმა მაღალი კლასი აჩვენა და ეს, რა თქმა უნდა, თითოეული ფეხბურთელის, მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთის ფედერაციის დამსახურებაა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. მე ერევანშიც ვიმყოფებოდი თამაშზე და იქ ნამდვილად არ იგრძნობოდა ის, რომ ნაკრები გასვლით შეხვედრას ატარებდა. იმდენი გულშემატკივარი იყო თითქოს, თბილისში ვთამაშობდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჯეი დი ვენსს უკრაინაში ვიზიტის მიწვევა გაუგზავნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უკრაინაში ვიზიტის მიწვევა გაუგზავნა. ამის შესახებ ზელენსკიმ Time-თან საუბრისას განაცხადა.

როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ ვენსს შესთავაზა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ომის პერიოდში უკრაინაში არჩასვლის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიწვევაზე პასუხი არ გაუცია.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენსს მოუწოდა, ეწვიოს უკრაინას, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციურ სახალხო-რესპუბლიკური პარტიას ეკისრება.

როგორც თურქეთის ლიდერმა განმარტა, მარგინალური ორგანიზაციებისა და ბანდიტების თავდასხმების გამო ბოლო დღეებში 123 პოლიციელი დაშავდა.

„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებდით თვალყურს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მოწოდების შემდეგ, რაც სწრაფად გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მარგინალური ორგანიზაციებისა და ბანდიტების თავდასხმების გამო ამ დღეებში დაშავდა ჩვენი 123 პოლიციელი. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობამ, მათ შორის ამ პარტიის თავმჯდომარემ, წარმოაჩინეს უგუნურობის ნათელი მაგალითი. პარტიის ლიდერი და მისი მხარდამჭერები, რომლებმაც ხალხი ქუჩაში გამოსვლისკენ წააქეზეს, სრულად არიან პასუხისმგებელი პოლიციელების დაშავებაზე, მაღაზიების მფლობელების ზარალზე, რომელთა ვიტრინებიც დაიმსხვრა, ასევე მილიარდობით ლირის ღირებულების სახელმწიფო საკუთრებისთვის მიყენებულ ზიანზეც. ეს ყველაფერი განხილული იქნება პარლამენტში, ხოლო იურიდიული ანგარიშები ამის შესახებ წარედგინება სასამართლოს”, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ.

ცნობისთვის, თურქეთში 19 მარტიდან დააპატიმრეს სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. იმამოღლუს ბრალი კორუფციასა და ტერორიზმის ხელშეწყობაში წაუყენეს.

,,ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მას აინტერესებს ამერიკელი მოქალაქეების ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება”- ჯეი დი ვენსი

ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მას აინტერესებს ამერიკელი მოქალაქეების ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

გრენლანდიის საკითხზე საუბრისას ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ დანია, რომელიც ფლობს კუნძულ გრენლანდიას, არ აკეთებს თავის საქმეს და არ არის კარგი მოკავშირე.

„უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ეს ნიშნავს, რომ გრენლანდიაში უფრო დიდი ტერიტორიული ინტერესი უნდა გვქონდეს – მაშინ ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს. რადგან მას არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მას აინტერესებს ამერიკელი მოქალაქეების ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება“, – დასძინა მან.

პიტერ სიიარტო – დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უზარმაზარ რისკებს შეიცავს

დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უზარმაზარ რისკებს შეიცავს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი უნგრელი ხალხისთვის, გამოხატოს თავისი აზრი, როგორ ხედავს ამ საკითხს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტოს თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გაანადგურებს ევროპულ კონკურენტუნარიანობას, ევროპულ ეკონომიკას.

„უკრაინის გაწევრიანებას რაც შეეხება, თუ ისინი წინ წაწევენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, პრაქტიკულად, გაანადგურებენ ევროპულ უსაფრთხოებასა და ევროპულ ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას, რადგან ომში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანა გაანადგურებს ევროპულ ეკონომიკას. განვითარების დღევანდელი დონის მქონე ქვეყნის, როგორიცაა უკრაინა, ევროკავშირში შეყვანა გაანადგურებს ევროპულ კონკურენტუნარიანობას, ევროპულ ეკონომიკას, ევროპულ სოფლის მეურნეობას, საპენსიო სისტემას, ჯანდაცვის მდგომარეობას და ასე შემდეგ. დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უზარმაზარ რისკებს შეიცავს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი უნგრელი ხალხისთვის, გამოხატოს თავისი აზრი იმის შესახებ, როგორ ხედავს ამ საკითხს მომავალ აზრის გამომხატველ კენჭისყრაზე“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ირაკლი კირცხალია: ბალტიის ქვეყნებს ალბათ დაავალეს, უსამშობლოების საშუალებით ახალი დირექტივები გატარდეს, რომ აქაურ განულებულ აგენტურას პოლიტიკური საკენკი მისცენ

„ბალტიის ქვეყნებს ალბათ დაავალეს, რომ უსამშობლოების საშუალებით ახალი დირექტივები გატარდეს, რათა აქაურ განულებულ აგენტურას პოლიტიკური საკენკი მისცენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით პირველ არხს განუცხადა.

ამასთან, კირცხალიას თქმით, სირცხვილია, როცა ბალტიის ქვეყნები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობენ.

„ბალტიის ქვეყნები უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ ძალიან აქტიურები არიან – მოწოდებებით და ანტისამთავრობო აქციებზე გამოსვლებით გამოირჩევიან. სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე არიან და სირცხვილია, როცა ეს ქვეყნები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობენ. რუსეთის ასეთი რა შიში აქვთ, ნატოს წევრი ქვეყნები არიან. რა შიშიც არ უნდა ჰქონდეთ, მათი ქმედებები თუ განცხადებები რომელ მორალთან არის ახლოს? ამ ყველაფრის მერკანტილური მიზნებიც აშკარა და ნათელია. ომის შემდეგ ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორები არიან რუსეთთან“, – აცხადებს კირცხალია. 

,,ხაზარაძე-ჯაფარიძის ნებაზე არ არის დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა”- დავით მათიკაშვილი

ხაზარაძე-ჯაფარიძის ნებაზე არ არის დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა. თუ თავს აარიდებენ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, მათ მიმართ, როგორც დამნაშავე პირთა მიმართ, შესაბამისი სანქცირების გამოყენება მოხდება, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

წამყვანმა მას გკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და რამდენად შეაფერხებს მათი გამოუცხადებლობა კომისიის სრულფასოვან მუშაობას.

„საგამოძიებო კომისია ამ ეტაპზე დაკავებულია სწორედ ბიზნესის რეკეტის და ამ ჭრილში ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევის ფაქტებით. ჩვენ ხარძიანის ძალიან მძიმე საქმე მოვისმინეთ ცოტა ხნის წინ. იგეგმება ასევე ბიზნესის წართმევის სხვა ფაქტების გამოძიება. ის, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს სურთ არ მიიღონ მონაწილეობა იმ პროცესში, რომელიც კიდევ ერთხელ გამოავლენს მათ მიერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სადისტური რეჟიმის სასარგებლოდ ჩადენილ გარემოებებს, ეს გასაგებია, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს მუხლს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ თუ არ დაემორჩილები კომისიის მოთხოვნას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრება და ჯარიმის გარდა, პატიმრობასაც ითვალისწინებს. ხაზარაძე-ჯაფარიძის ნებაზე არ არის დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა. თუ თავს აარიდებენ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, მათ მიმართ, როგორც დამნაშავე პირთა მიმართ, შესაბამისი სანქცირების გამოყენება მოხდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

არავის მოსწონს საკუთარი ცუდი ფოტო ან ნახატი – ტრამპმა კოლორადოს კაპიტოლიუმიდან საკუთარი პორტრეტის მოხსნა მოითხოვა

ტრამპმა კოლორადოს შტატის კაპიტოლიუმიდან საკუთარი ოფიციალური პორტრეტის მოხსნა მოითხოვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი “თრუს სოუშალის” ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მხატვარმა მისი სახე განზრახ დაამახინჯა. მისი თქმით, ბარაკ ობამას პორტრეტი, რომელიც იმავე მხატვრის მიერაა შესრულებული და გვერდითაა გამოფენილი, “შესანიშნავად გამოიყურება”. ამერიკის პრეზიდენტი წერს, რომ, რომ მხატვარმა, სავარაუდოდ, “ასაკთან ერთად, ნიჭიც დაკარგა”. ამასთან, პრეზიდენტმა კოლორადოს გუბერნატორიც ჯარედ პოლისიც გააკრიტიკა, და მას “მემარცხენე რადიკალი” უწოდა.

“არავის მოსწონს საკუთარი ცუდი ფოტო ან ნახატი, მაგრამ ის, რაც კოლორადოში, შტატის კაპიტოლიუმში, გუბერნატორმა გამოფინა ყველა სხვა პრეზიდენტთან ერთად, განზრახ იყო დამახინჯებული ისე, როგორც, ალბათ, მე არასდროს მინახავს. ბევრმა ადამიანმა კოლორადოდან დამირეკა და მომწერა საჩივრით. სინამდვილეში, ისინი გაბრაზებულები არიან ამის გამო! მე მათი სახელით ვესაუბრები რადიკალ მემარცხენე გუბერნატორ ჯარედ პოლისს, რომელიც ძალიან სუსტია დანაშაულთან ბრძოლაში. რომ მან ეს ნახატი ჩამოხსნას. ჯარედს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის!”, – წერს ტრამპი.

გვსურს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ – ნიკოლოზ სამხარაძე

საპარლამენტო დელეგაციის წევრები სერბეთში შეხვედრებს მართავენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დეპუტატებთან ერთად, სერბ კოლეგას შეხვდა. სამხარაძემ ბელგრადში პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაგეგმილ სხვა შეხვედრებზეც ისაუბრა.

„ასევე შეხვედრები გვექნება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან. ხვალ დაგეგმილია თავდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრა. შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტის საგარეო მრჩეველს.

საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი. ორივე ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენ საბოლოო, საგარეო-პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში წევრობა. ასევე, ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. გამოწვევებია პოლარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც უნდა გადაითარგმნოს უფრო მეტ დაახლოებაში.

გვსურს, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო. გვსურს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ეკონომიკურ საკითხებზე პერსპექტივები, რომ გავზარდოთ ვაჭრობა, ტურიზმი, ხალხთა შორის მიმოსვლა“, – განაცხადა სამხარაძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 მარტს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7815 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7815 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7738 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0182 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0043 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.