Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია შეიძინოს არომათერაპიის სფეროს ლიდერი ბრენდი ფიურესენშელი (Puressentiel) PSP-ს აფთიაქებში.

სახელწოდება “Puressentiel”   ასახავს ბრენდის ბუნებრივ, სუფთა და აუცილებელ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ფილოსოფიას – ეთერზეთების გამოყენებას ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კომფორტისთვის.

პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით,  სასიამოვნო სურნელით და ტექსტურით, უსაფრთხოების მაღალი სტანდატებით ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, მგრძნობიარე კანისთვის. ყველა პროდუქტი იწარმოება საფრანგეთში, კერძოდ, დრომის რეგიონში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოპოვებული მცენარეების გამოყენებით.

კომპანიის სპეციალიზაციაა 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე დამზადებული გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოება. პროდუქცია არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს.

ბრენდის უნიკალურობას ქმნის პროდუქციის გამოშვების ინოვაციური ფორმები და გამოყენების სიმარტივე: როლერი, ინჰალატორი, გელი, სპრეი, საწუწნი ტაბლეტები და ა.შ.  კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

ზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ბუნებრივ ეთერზეთებზე შექმნილი მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც არა მხოლოდ იცავს მწერების ნაკბენისგან, არამედ ხელს უწყობს  უკვე არსებული გაღიზიანების, ქავილისა და შეშუპების სწრაფ შეჩერებას. უსაფრთხო ფორმულა, რომელიც არ შეიცავს პარაფინებს, სინთეზურ საღებავებსა და არომატიზატორებს, თამამად გამოყენების საშუალებას იძლევა ბავშვებსა და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვისაც. დამატებით, ბუნებრივი ინგრედიენტები უზრუნველყოფენ სასიამოვნო სურნელს.

განსაკუთრებით სიცხისა და ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობის ფონზე, ხშირად ვაწყდებით ფეხების სიმძიმის, შეშუპებისა და სისხლის მიმოქცევის შეფერხების პრობლემებს. მაღალი ტემპერატურა აუარესებს ვენურ ცირკულაციას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდხანს დგას ან ზის.

ცირკულაციის სპრეი ამ შემთხვევაში იდეალურ გადაწყვეტას გთავაზობთ გამაგრილებელი ეფექტით, რაც სწრაფად ამცირებს   დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში.

განსაკუთრებით ეფექტურია ცხელ დღეებში და იდეალურია მოგზაურობისას, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ.

ამასთან პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს როგორც რესპირატორულ, კუნთებისა და სახსრების, სტრესისა და თავის ტკივილის საწინააღმდეგო პროდუქტებს, ასევე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ და გამწმენდ-სადეზინფექციო  მრავალეფროვან პროდუქციას.

„სახელწოდება ორი ფრანგული სიტყვის კომბინაციაა – “Pur” – სუფთა, რაც ასახავს  კომპანიის ერთგულებას მაღალი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტების მიმართ და “Essentiel” – აუცილებელი, ეთერზეთები, რაც კომპანიის პროდუქციის საფუძველია.

კომპანიას დაფუძნებულია სამ ძირითად ღირებულებაზე „NATURAL, COMMITMENT, PERFORMANCE“  – „ბუნებრივი წარმოშობის, პასუხისმგებლობით შექმნილი და ეფექტური შედეგისთვის ორიენტირებული პროდუქცია.“  კომპანია დაარსდა 2005 წელს იზაბელ და მარკო პაკიონების მიერ პარიზში. ფურესენშელის დაარსებით მათ შექმნეს პირველი არომათერაპიის ლაბორატორია, ადამიანისა და ბუნების სრული პატივისცემით. კომპანია ქმნის პროდუქტებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებრივი ეთერზეთების და მეცნიერების შესაძლებლობებს ჯანმრთელობის და ყოველდღიური კეთილდღეობის მხარდასაჭერად.

პროდუქციის ორგანულობა, ეფექტურობა, უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი დადასტურებულია  კლინიკური კვლევებით და   ბრენდს  აქვს არაერთი საერთაშორისო სერთიფიკატით.

ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია გაეცნოს ეთერზეთების ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ძალას მსოფლიოს წამყვანი და ევროპის N1 არომათერაპიის ბრენდისგან“- აცხადებენ PSP-ში.

(R)

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ექვს შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება.

ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობას ისახავს მიზნად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს „შატო ზეგაანს“ შორის.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და შპს “შატო ზეგაანის“ დირექტორმა ლიანა ზუბაშვილმა.

ამასთან, მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე გიორგი მირცხულავა.

„მემორანდუმს საფუძვლად უდევს 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი სანოტარო აქტი, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებას, სადაც საპატიო ადგილს ქართული ჯიშის ხეები და ხეხილი დაიკავებს, ხოლო მიწის ერთ მონაკვეთზე უნდა გაშენდეს ქართული ვენახი.

ეროვნულ მუზეუმთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, შპს „შატო ზეგაანი“ ლევილის მამულის ტერიტორიაზე ვენახის გაშენების მიზნით, უსასყიდლოდ, თავისი ფინანსური რესურსითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საკუთარი დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდურ დახმარებას და კონსულტაციას გაუწევს შპს „შატო ზეგაანს“ და ეროვნულ მუზეუმს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

ახალი ფუნქციონალები ბიზნეს ინტერნეტბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა:

  • სიახლეების კატეგორია – ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას, სიახლეების კატეგორიაში დაწკაპუნებით, შესაძლებელია ციფრული ბანკის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.
  • ამონაწერი რამდენიმე ანგარიშიდან -ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ექსელის ფაილით, 5 ანგარიშიდან ამონაწერი ერთდროულად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით ჩამოტვირთონ.
  • ნაშთების ისტორიის შემოწმების ფუნქციონალიახლა უკვე ერთ სივრცეში შესაძლებელია ნებისმიერ თარიღში, ანგარიშის ნახვა ნებისმიერ ვალუტაში. ასევე, ნაშთების გაფილტვრა ანგარიშის და დასახელებების მიხედვით.
  • სახელფასო პროექტში ჩართვა ბიზნეს ინტერნეტბანკიდან უკვე შესაძლებელია თანამშრომლების სახელფასო პროექტში ჩართვა და მათთვის სახელფასო ბარათების დამზადება. ამისათვის, შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და მონაცემების შევსება საკმარისია, რის შემდეგაც მომხმარებელს თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

თიბისიში, ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს ინტერნეტბანკს კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი  დაემატება.

(R)

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამბიციები მოთოკეთ, თორემ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ხელსაყრელი დღეა შინაგანი პოტენციალის გამოსავლენად. მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას, თორემ შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ. დიდი დატვირთვის გამო მოსალოდნელია თავის ტკივილი და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ნუ გაჯიუტდებით, რადგან ამან შეიძლება ცუდი შედეგები მოგიტანოთ.

კურო

ამ დღეს საოცრად მიმზიდველი ხართ და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას იქცევთ, რაც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. თუმცა, ურთიერთობებში ერიდეთ მოზღვავებულ ვნებას და უკონტროლო გრძნობებს. თუ მეუღლე ან შეყვარებული გყავთ, ეცადეთ, რომანტიკული განწყობა გამოაცოცხლოთ — ეს თქვენს ურთიერთობას უფრო გააძლიერებს.

ტყუპები

გირჩევთ სასიცოცხლო ენერგია უსარგებლოდ არ დახარჯოთ. ამ კვირას ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ, განსაკუთრებული წარმატება მოგზაურობისა და ბიზნესის მიმართულებით გელით. სასურველია, რომ გარშემო მყოფთა კრიტიკულ შენიშვნებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ და ასეთი შენიშვნების გაკეთებას თავადაც მოერიდოთ. ეს დღე გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელია, ამიტომ ეცადეთ კოლეგების მოსაზრებებს ანგარიში გაუწიოთ.

კირჩხიბი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. უკვე ხვდებით, რომ ბევრ საქმეზე პასუხისმგებლობა არ უნდა აგეღოთ. ეცადეთ, სიმტკიცე გამოიჩინოთ და უარი თქვათ ყველაფერზე, რაც ტკივილს და დისკომფორტს განიჭებთ. წარმატების მისაღწევად გირჩევთ, გავლენიან მეგობრებს მხარდაჭერისთვის მიმართოთ. თუ დიდი ხანია მგზავრობას გეგმავდით, დღევანდელი დღე ამისთვის იდეალურია. მოგზაურობის დროს შეიძლება თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელიც შემდეგ შეიძლება წარმატებით განახორციელოთ.

ლომი

თქვენი მომავალი გარკვეული კარმული ამოცანების გადაწყვეტაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში მეტი თავშეკავება და თავმდაბლობა გამოიჩინოთ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს კი პატივისცემით და მზრუნველობით მოექცეთ. ამ დღეს შეიძლება საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელება მოგინდეთ. თამამად იმოქმედეთ — ვარსკვლავები მხარს გიჭერენ.

ქალწული

ამ დღემ შეიძლება თქვენს სიმტკიცეს და გამძლეობას გამოცდა მოუწყოს. გირჩევთ, ცვლილებებისთვის მოემზადოთ და ცვალებად გარემოებებთან შეგუება ისწავლოთ. მზად ხართ, მიზნის მისაღწევად დაუღალავად იშრომოთ, ამიტომ მცირე დაბრკოლებები ან უსიამოვნებები ვერ შეგაჩერებთ. სასურველია საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, სასიამოვნო ადგილზე გაატაროთ და დაუვიწყარი ემოციებით აივსოთ.

სასწორი

საკმაოდ დამღლელი დღეა. ურთიერთობების შესანარჩუნებლად თქვენი მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო. მოერიდეთ დაპირებების მიცემას, განსაკუთრებით – ემოციურ ფონზე, რადგან შესრულება გაგიჭირდებათ. დროა მნიშვნელოვანი სიახლეებისთვის მოემზადოთ. შესაფერისი დროა ისეთი საქმიანობისთვის, როგორიცაა კვალიფიკაციის ამაღლება და იურიდიული საკითხების მოგვარება.

მორიელი

ამ დღეს პირველად იმუშავებთ არა შედეგისა და მოგების, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის და თქვენ შრომა ღირსეულად დაფასდება. თუმცა მომდევნო დღეებში ეცადეთ, არ გარისკოთ, თორემ შეიძლება თქვენს ავტორიტეტს საფრთხე დაემუქროს. ჯერჯერობით უარი თქვით გართობაზე და სერიოზულ საკითხებზე იმუშავეთ. თუ არ იზარმაცებთ და საქმისთვის მაქსიმუმს გაიღებთ, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ დილას გადაიღალეთ საღამოს შეიძლება დაღლილობამ და სისუსტემ შეგაწუხოთ. მოსალოდნელია თავის ტკივილი და კუჭის პრობლემები. გირჩევთ ახალი საქმის დაწყებას მოერიდოთ. უმჯობესია, მოდუნდეთ და საღამო მეგობრებთან ერთად, ბუნებაში გაატაროთ.

თხის რქა

რთული და პრობლემებით სავსე დღეა. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის საჭიროა, რომ მოთმინება და შინაგანი სიმტკიცე გამოიჩინოთ. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, უსიამოვნო ენერგიას ატარებენ, ამიტომ უმჯობესია ახალ ნაცნობობას მოერიდოთ. თუ პრობლემები გაჩნდა, არ ინერვიულოთ — ძველი მეგობრების დახმარებით, ყველაფერი მალე მოგვარდება. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შესაძლოა, შეძენილმა ნივთმა იმედები მალე გაგიცრუოთ.

მერწყული

ამ დღეს იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ, მთავარია ხელსაყრელი შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მოერიდეთ სწრაფ გადაწყვეტილებებს. ყურადღება არ მოადუნოთ საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს, რადგან შეცდომებისა და ფინანსური დანაკარგების ალბათობა არსებობს. დროა უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გიქმნიან და ახლობლებთან ურთიერთობას გიფუჭებენ.

თევზები

ეცადეთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ. შესაძლოა, მომხიბვლელი შეთავაზებების მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები გაქვთ. ეცადეთ, პროგრესულად და გააზრებულად იმოქმედოთ მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პირობებში ეს არც ისე ადვილია.

ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ -ირაკლი კობახიძე

ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის შიგნით ქართველი ხალხის ნებას ვერ ეგუება შიდა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მათი პოზიციები არავისთვის არის საინტერესო.

„ქვეყნის შიგნით ვინ ვერ ეგუება ქართველი ხალხის ნებას, ეს ცხადი და გასაგებია. ეს არის შიდა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მათი პოზიციები საერთოდ არავისთვის არის საინტერესო. ისინი არიან ჩვეულებრივი ხელის ბიჭები, გარედან მართული ადამიანები. რაც შეეხება გარე სუბიექტებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ. ასევე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციაში მრავლად იყვნენ ბიუროკრატები, რომლებიც ასევე ვერ ეგუებოდნენ ქართველი ხალხის ნებას. იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მიმართულებით იქნება გარკვეული ცვლილებები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, აქ მაინცდამაინც დიდი ცვლილებები არ ჩანს. ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში და იმედია, გარკვეული ცვლილებები იქნება ევროპის მიმართულებითაც. ქართველმა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება. წინასწარ ჰქონდათ გამოხატული ნება ევროპელ ჩინოვნიკებს, კონკრეტულ ადამიანებს. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოდიოდა და მოუწოდებდა ამომრჩეველს მობილიზებისკენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ის არჩევნების შემდეგ ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ყველაფერი ვითარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველა უნდა შეეგუოს, რომ ქართველი ხალხის პოზიცია უნდა იყოს განმსაზღვრელი ქვეყნის განვითარებისთვის, თუ ვინმე ამას ვერ ეგუება, დამარცხდება ქართველ ხალხთან ბრძოლაში -ირაკლი კობახიძე

ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე – 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის პოზიცია არის ქვეყნის შემდგომი განვითარების განმსაზღვრელი და ვინც ამას ვერ შეეგუება, სწორედ ქართველ ხალხთან ბრძოლაში დამარცხდება.

„რაც მოხდა, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რეალურად, ვერც ამბობდნენ, როგორ გაყალბდა არჩევნები, ხომ ამტკიცებდნენ არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ კითხვაზე – როგორ გაყალბდა, პასუხი არ აქვთ. რომ ამოიბეჭდა ღილაკზე თითის მიჭერით კონკრეტული ოქმები, იქ შეიძლებოდა, რამე მომხდარიყო? – რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა. არჩევნების დღემდე უპრეცედენტოდ მშვიდი და სამართლიანი იყო საარჩევნო გარემო. არჩევნების დღეს, ყველამ აღიარა, რომ ორ მლნ-ზე ბევრად მეტი ამომრჩეველი მივიდა უბნებზე, მათ მისცეს ხმა, ღილაკზე თითის დაჭერით ამოიბეჭდა ოქმები და დადგა ის შედეგი, რომელიც არ ესიამოვნა კონკრეტულ უცხოურ ძალებსა და შიდა რადიკალურ ოპოზიციას. სინამდვილეში, მთელი ამ ყალბი დელეგიტიმაციის კამპანიის მთავარი მიზეზი ხომ ეს იყო, ვიღაცას არ მოეწონა არჩევნების შედეგები, ვიღაცა ვერ შეეგუა ამ შედეგს და ვიღაცამ პატივი არ სცა ქართველი ხალხის ნებას.

საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე – 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ამის გამო ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ როდესაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ეს პოზიცია უნდა იყოს განმსაზღვრელი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ვინმე ამას ვერ ეგუება, რა თქმა უნდა, ის დამარცხდება ქართველ ხალხთან ბრძოლაში“, – განაცხადა პრემიერმა.

შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეუთო-ს სულისკვეთება, ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები ან ღირსეულები და უღირსები, არიან თანასწორი ქვეყნები -რობერტო მონტელა 

ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია, ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები, ეს ორგანიზაცია შეიქმნა მტრებს შორის, ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს, საქმე გვაქვს ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ამ ორგანიზაციაში ქვეყნების გაძევების ტექნიკური ინსტრუმენტები არ არსებობს, ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები

„ბევრი დისკუსიაა ამ ორგანიზაციის ბუნებაზე. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩემი სიტყვა უნდა დავამატო. შესაძლოა, ეს არაპოპულარული სიტყვები იყოს, თუმცა ტენდენციიის გაყოლის ნაცვლად, მე, როგორც გენერლაურმა მდივანმა, წარმოდგენა უნდა შევქმნა, რა ტიპის ორგანიზაცია ვართ. ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია. ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები. ეს ორგანიზაცია შეიქმნა ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს. ჩვენ გვაქვს საქმე ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი. ამ ორგანიზაციაში ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურად ინსტრუმენტები, რომ გავაძევოთ ქვეყნები, არ გვქონდეს ურთიერთობა ქვეყნებთან, რომლებიც არღვევენ ვალდებულბებს. მე არ ვსაუბრობ იმ ერთ ქვყანაზე, რომელზეც ყველამ გავიფიქრეთ. მე ვსაუბრობ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც არღვევენ ეუთო-ს ვალდებულებებს. ასეთი კი ბევრია. ჩვენ თუ ვიქნებოდით ჩართული მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომელთა მიერ ვალდებულებების შესრულება უნაკლოა, ვიქნებოდით როგორც იტალიურ სიმღერაში – „ოთხი მეგობარი ბარში“. ჩვენ ვიქნებოდით ოთხი ან ხუთი ქვეყანა, თუ ვიტყოდით, რომ მხოლოდ უნაკლო რეპუტაციის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ აქ მონაწილეობა. გამიგია, რომ მასწავლებელი როდესაც ხედავს მოსწავლის ცუდ ქცევას, ხმა უნდა ამოიღოს. აქ მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან. არ არიან ღირსეულები და უღირსები. არიან მონაწილე ქვეყნები, ყველა თანსწორი, რომელთაგან ზოგიერთი ჰელსინკის დასკვნითი აქტის დიდი, დრამატული, აღმაშფოთებელი დარღვევით გამოირჩევა. და, საჭიროა მათი გაკიცხვა. არიან სხვები, რომლებიც უკეთ მოქმედებენ“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ინსტრუმენტები, რომელიც ორგანიზაციას აქვს, არის საუბარი, ჩართულობა და ეს არის ორგანიზაციის მანდატი.

„ინსტრუმენტები, რაც ხელთ გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, ჩართულები ვართ, ეს არის ჩვენი მანდატი. ვინმე რამეს არასწორად თუ აკეთებს, ჩვენ უნდა წავიდეთ და ვთქვათ: ჰეი, შენ არასწორად იქცევი. ჩვენ ეს უნდა შევასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და მანდატი. და, დიალოგი. ვიცი, ეს არ არის ძალიან პოპულარული სიტყვა და, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დრო უნდა იყოს განხილული, თუმცა ის გაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ეს პლატფორმა არ გვჭირდება. მოდით, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეუთო-ს სულისკვეთება,  ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა.

გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად, ორივე ერთად ვერ გამოვა -ლევან ხაბეიშვილი პარტია “ლელოს” მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტია „ლელოს“ მიმართავს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიას გადასაწყვეტი აქვს, ან არის ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ან არის ქართველ ხალხთან ერთად. მისივე განცხადებით, „არჩევნებში მონაწილეობა იქნება სინდისის პატიმრების ღალატი“.

„მივმართავ პარტია „ლელოს“ – ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა. გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, ხართ მის მხარეს, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად. ვერანაირი სხვა ფორმაციები ვერ გამოვა, ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატი და სულ რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკოსებმა, ხალხი არ გაპატიებთ. ამიტომ, მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებში მონაწილეობა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ შეიცვლით პოზიციას, რადგან არანაირი ორი გზა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს არის ბოიკოტის, პროტესტის გზით უნდა გავაძლიეროთ ქუჩის პროტესტი. ივანიშვილს დავამარცხებთ მხოლოდ ქუჩის მძლავრი პროტესტით, სხვა გზით არ გამოვა. ამიტომ, მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ამ დრომდე რაც ჩანს, სამწუხაროდ, აპირებთ იქით მხარეს დაბანაკებას, რაც ძალიან მძიმე იქნება თქვენთვის, მაგრამ მაინც დავიტოვებ იმედს, რომ იქნებ ბიძინას მხარეს არ აღმოჩნდეს. ეს იქნება სინდისის პატიმრების ღალატი, რომლებიც უსაფუძვლოდ ჰყავს ივანიშვილს გამოკეტილი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას ვითარების დეესკალაციისა და ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ”- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე პორტოს დეკლარაცია მიიღო. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა“.

რეზოლუციის თანახმად, „ასამბლეა შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად არჩევნების შედეგებს“.

„რეზოლუცია გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის.

ასამბლეა შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო.

გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღებით.

აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს და ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას.

ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია ევროკავშირის (EU) საწინააღმდეგო მზარდი რიტორიკის  გამო და მას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს.

უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცებით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: „სიტუაციის დეესკალაციისკენ და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად და ქართული დემოკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად; პატივი სცენ შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ  მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან; დაუბრუნდნენ ევროკავშირის ინტეგრაციის გზას“.

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულებას აჩვენებს და საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროპაში ხედავს.

„ასამბლეა დეკლარაციაში ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რაც შეეხება უშუალოდ დეკლარაციას, პორტოს დეკლარაციაში საქართველოს რამდენიმე პუნქტი ეთმობა.

კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაუყოვნებლივ გაყვანისკენ, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომისკენ, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“.

ასამბლეა დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.

„ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „არჩევნებს“, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, რომლებიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ და წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, რომელიც ხასიათდება დემოკრატიული უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერებით და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვებით, გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სასამართლო ჩარევას, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ევროპულ მისწრაფებებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას, ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონის გაუქმებით.

გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების განვითარების გამო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების გამო, რომლებიც აღირიცხა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.

ასევე, ასამბლეა მიესალმება ეუთო-ს ვენის მექანიზმის ამოქმედებას საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც, ODIHR-ის ააარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა. ასამბლეა აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად და მოუწოდებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7195 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2090 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2029 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

Galt & Taggart-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ ზრდის პრონგოზს ზრდის მიმართულებით გადახედა.

საინვესტიციო ბანკი 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა, უახლესი შეფასებით, 7.5%-მდე გაიზარდა.

დოკუმენტში პროგნოზის გადახედვის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მონაცემებია დასახელებული – Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, რაც წინა თვის ზრდის ტემპს შეესაბამება. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში რეალური მშპ-ს ზრდამ წლიურად 8.8%-ს მიაღწია. მაისის ზრდა განპირობებული იყო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, წარმოების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მშენებლობის სექტორებში აქტივობით, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლება დაფიქსირდა.

ამასთან, Galt & Taggart-ის მოლოდინით: 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება; ეროვნული ბაკნი რეფინანსირების განაკვეთს წელს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს; საშუალო კურსი დოლართან 2.78 ლარი იქნება; ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.