როდესაც ზაფხულის ნანატრ შვებულებას სულმოუთქმელად ელოდები, წინასწარ გეგმავ სად წახვიდე, ინტერნეტში საათობით ეძებ შესაფერის ადგილებს, ათვალიერებ სასტუმროებს და ეცნობი გასართობ აქტივობებს. ეს დაგეგმვის პროცესიც თავისთავად ისეთივე სასიამოვნო და ამაღელვებელია, როგორც თავად მოგზაურობა.
თუმცა სანამ კალენდარზე წითლად შემოხაზული ნანატრი თარიღი დადგება, ბარგს ჩაალაგებ და შენს თავგადასავლების გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვები, ალბათ ღირს ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება.
როგორც წესი, შვებულების წინ არასასიამოვნო მოვლენებზე ნაკლებად ვფიქრობთ, არც ის გვახსენდება, რომ იდეალურად დაგეგმილ დასვენებას, რიგ შემთხვევებში, ზუსტად წვრილმანი პრობლემები უშლის ხოლმე ხელს. ეს წვრილმანები შეიძლება მცირე დისკომფორტით დაიწყოს, მაგალითად საჭმლის მონელების დარღვევით, შებერილობით ან მუცლის ტკივილით. ერთი შეხედვით, უწყინარი ჩივილებია, რომლებიც ადვილად შეიძლება მივაწეროთ ახალ საკვებს ან დაღლილობას, მაგრამ სწორედ ისინია საკმაოდ გავრცელებული პრობლემის – მოგზაურთა დიარეის პირველ ნიშნები.
ამ სტატიაში შევეცდებით გაგიზიაროთ ყველა სასარგებლო რჩევა, რაც დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ მოგზაურთა დიარეის უსიამოვნო პრობლემას და სრულად ისიამოვნოთ ზაფხულის თავგადასავლებით.
როგორ ავიცილოთ თავიდან მოგზაურთა დიარეა – პრაქტიკული რჩევები და მიკრობიოტური ბალანსის შენარჩუნება
უპირველესად, მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს საკვების წყაროსა და მის ხარისხს. უცხო გეოგრაფიულ თუ კულტურულ გარემოში, განსაკუთრებით კი ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებთან, საკვების მომზადების ჰიგიენური სტანდარტები ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაღალი ტემპერატურის პირობებში საკვები პროდუქტების შენახვის წესების დარღვევა მკვეთრად ზრდის პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელების რისკს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, უპირატესობა მიენიჭოს მხოლოდ სანდო დაწესებულებებში მომზადებულ საკვებს, სადაც სანიტარული ნორმები მაქსიმალურად არის დაცული.
ასევე აღსანიშნავია, კვებითი რეჟიმის მკვეთრი ცვლილება – კერძოდ, უჯრედისით, ცხიმებით ან მომჟავო კომპონენტებით მდიდარი საკვების ერთდროული და ჭარბი მიღება დამატებით სტრესს აყენებს ორგანიზმს და ნაწლავის მიკრობიოტის დისბალანსს უწყობს ხელს.
წყლისა და სხვა სითხეების უსაფრთხოებას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. უცხო გარემოში პოტენციური რისკების გამო, წყალმომარაგების სისტემებიდან მიღებული ბაქტერიები, თუნდაც უმნიშვნელო კონცენტრაციით, საკმარისია ნაწლავური დისფუნქციის გამოსაწვევად. ამდენად, რეკომენდებულია მხოლოდ დალუქული ბოთლის წყლის მოხმარება, მისი გამოყენება მიზანშეწონილია პირის ღრუს ჰიგიენისთვისაც.
ხელების ჰიგიენის დაცვა აუცილებელია. არასტერილურ გარემოში ხელებით გადაცემული ინფექციური მიკრობები მოგზაურთა დიარეის ერთ-ერთ ძირითად გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენს. ამიტომ გირჩევთ, ხშირად გამოიყენოთ საპონი, სპირტის შემცველი სადეზინფექციო გელი ან ანტისეპტიკური ხელსახოცები – ეს ელემენტარული საშუალებები ხშირად გადამწყვეტია პათოგენების გავრცელების პრევენციისთვის.
ყველა ზემოაღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მოზრდილთათვის, ისე ბავშვებისთვის დამატებითი დამხმარე საშუალებებით დაცვა კუჭ-ნაწლავის პრობლემებისგან. ამ მიმართულებით, რეკომენდებულია ორგანიზმის წინასწარი მომზადების დაწყება, ახალ გარემო პირობებთან ადაპტაციამდე და შემდგომშიც, მოგზაურობის პერიოდის განმავლობაში, მისი უწყვეტი მხარდაჭერა.
ამგვარ ვითარებაში სინბიოტიკების გამოყენება, როგორც მოზრდილებში, ასევე პედიატრიულ პაციენტებში, ეფექტურ გადაწყვეტილებად გვევლინება – როგორც პრევენციული, ისე არსებული დისკომფორტის და ჩივილების შემსუბუქების მიზნით.
ლაქტო-G ფორტე წარმოადგენს ოპტიმალურ არჩევანს მოზრდილი ადამიანებისთვის. მისი მოქმედება დაფუძნებულია ცოცხალი პრობიოტიკური ბაქტერიებისა (Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium lactis) და პრებიოტიკის (ფრუქტოოლიგოსაქარიდები) სინერგიაზე, რაც უზრუნველყოფს ნაწლავური მიკრობიოტას ბუნებრივ ბალანსს. ისინი ხელს უწყობენ როგორც პრევენციულ ღონისძიებების, ისე კუჭ-ნაწლავის არსებული დისკომფორტის სიმპტომურ შემსუბუქებას.

ლაქტო -G ფორტე ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესების ოპტიმიზაციას, ამცირებს მეტეორიზმის, დიარეის და ყაბზობის კლინიკურ გამოვლინებებს და ამასთანავე, ზრდის ორგანიზმის იმუნურ რეზისტენტობას გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ. თუმცა, როდესაც საქმე ყველაზე პატარა მოგზაურებს ეხება, მათ განსაკუთრებული ზრუნვა და სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი საშუალებები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ლაქტო-G კიდსი არის საუკეთესო არჩევანი ჩვენი პატარებისთვის.
ბავშვების საჭმლის მომნელებელი სისტემა განსაკუთრებული სიფაქიზით გამოირჩევა, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ მოგზაურობისას მათი ორგანიზმი ხშირად რეაგირებს დიარეით ან მონელების სხვა დარღვევებით. ამ გამოწვევების პრევენციისა და მართვისთვის ლაქტო-G კიდსი წარმოადგენს ერთ-ერთ ოპტიმალურ დამხმარე საშუალებას.
ლაქტო-G კიდსი არის სინბიოტიკი და მისი უპირატესობა მხოლოდ პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების კომბინაციით არ შემოიფარგლება. მისი შემადგენლობა გამდიდრებულია B ჯგუფის ვიტამინებითაც, რომლებიც ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. კერძოდ, B ჯგუფის ვიტამინები გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის, ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მათი როლი არანაკლებ მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს, მაგალითად, დიარეის ან მონელების დარღვევებისას B ჯგუფის ვიტამინების შეწოვა ორგანიზმში ფაქტობრივად ფერხდება. ამ დამხმარე საშუალებით კი ორგანიზმს ვამარაგებთ აუცილებელი ვიტამინებითაც, რითაც მნიშვნელოვნად ვუწყობთ ხელს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და სწრაფ აღდგენას.
ლაქტო-G კიდსის მნიშვნელოვანი უპირატესობა გამოშვების პრაქტიკულ ფორმაშიც ვლინდება: პრეპარატი წარმოდგენილია ფლაკონის სახით და ხასიათდება ვაშლის მსუბუქი არომატით, რაც მის მიღებას პედიატრიულ პაციენტებში უფრო სასიამოვნოსა და მარტივს ხდის. მისი გამოყენება სიცოცხლის პირველი დღეებიდანვეა შესაძლებელი, რაც განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს იმ ასაკობრივ პერიოდში, როდესაც ბავშვის მიკრობიოტა ინტენსიური ფორმირების ფაზაშია.

ის ფაქტი, თუ რატომ შეირჩა ლაქტო-G ფორტე და ლაქტო-G კიდსი მოგზაურთა დიარეის პრევენციისა და მართვისთვის, განპირობებულია მათი პრაქტიკულობით. სხვა პრობიოტიკებთან შედარებით ლაქტო-G ფორტე და ლაქტო-G კიდსი შენახვისთვის არ საჭიროებს სამაცივრე პირობებს. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის მათ მოგზაურობისას, ამიტომაც სამგზავრო სააფთიაქო ჩანთაში შეგვიძლია საპატიო ადგილი გამოვუყოთ.
აუცილებელია გაითვალისწინოთ მიღების წესი და დოზირება:
ლაქტო-G ფორტე – 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე; 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე; 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.
ლაქტო-G კიდსი – რეკომენდებული დღიური დოზაა დღეში 1 ან 2 ფლაკონი. პროდუქტის მიღება შესაძლებელია დამატებითი განზავების გარეშე, ან წყალში, რძეში ან სხვა ცივ სითხეებში გახსნილი სახით. დოზირება: 0-2 წლამდე – 1 ფლაკონი დღეში; 2-6 წლამდე – 1 ან 2 ფლაკონი დღეში, 6-12 წლამდე – 2 ფლაკონი დღეში.
საერთაშორისო მულიტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს დაკვეთით ლაქტო-G ფორტე წარმოების საწყის ეტაპებს გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ლაქტო-G კიდსი სრულად იწარმოება იტალიაში.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს!
(R)