26.11.2026 21:27
შეერთებულ შტატებში მოახლოებული ძლიერი შტორმის გამო 350-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, 400-ზე მეტი კი დაგვიანებით შესრულდა.
როგორც მედია წერს, უამინდობა ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე ვრცელდება. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი, სანაპირო ზონების დატბორვა და ცალკეულ რეგიონებში თოვლი.
განსაკუთრებით რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. შტორმმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს საჰაერო მიმოსვლა მადლიერების დღის დღესასწაულის პერიოდში, როდესაც მილიონობით ამერიკელი მოგზაურობს.
ამასთან, ნიუ-იორკში უამინდობის გამო მადლიერების დღის ტრადიციული აღლუმი გადაიდო და ის შაბათს გაიმართება.