ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"დონბასიდან უკან დახევა ამ ომის წაგებას ნიშნავს"— ვოლოდიმირ ზელენსკი 25.11.2026 01:48

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ აპირებს უკრაინის თავდაცვის ძალები დონბასის იმ ნაწილის დატოვებას, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს. ამის შესახებ მან ქალაქ ჩოპში, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

"მიმაჩნია, რომ დონბასიდან უკან დახევა ამ ომის წაგებას ნიშნავს. მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. ვგულისხმობ არა საბრძოლო მოქმედებების გამო უკან დახევას, არამედ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებას, საკუთარი მიწის დატოვების შესახებ, რადგან საუბარი მხოლოდ ჰექტრებს არ ეხება. ვერავინ, როგორი უსაფრთხოების გარანტიებიც არ უნდა არსებობდეს, ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თუ საკუთარი ნებით დათმობთ სახელმწიფოს ერთ ნაწილს, შემდეგ კიდევ რაღაცის დათმობას არ გაიძულებენ", – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, უკრაინული ტერიტორიების დათმობა მიუღებელია, რადგან, მისი შეფასებით, რუსეთის ხელმძღვანელობაში არსებობს მოლოდინი, რომ დონბასის ნაწილის დათმობის შემდეგ მოსკოვი ანალოგიურ მოთხოვნებს ხარკოვის ოლქთან, დნიპროსა და ზაპოროჟიესთან დაკავშირებითაც წამოაყენებს.

 

„დარწმუნებული ვარ, საჭიროა, რომ ყველამ იდგეს მტკიცედ, გამაგრდეს ჩვენი თავდაცვის ძალებისა და შეიარაღებული ძალების წყალობით და, რა თქმა უნდა, ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად. მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ისინი ვერ გაგვტეხენ, რაც ჩვენზე, აშშ-ის სიმტკიცესა და ევროპის ერთიანობაზეა დამოკიდებული, მაშინ ცეცხლის შეწყვეტაზე წავლენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკის აზრით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, რადგან, მისი მტკიცებით, ამჟამად თვეში 50 ათასზე მეტ ჯარისკაცს კარგავს.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ