25.11.2026 01:36
თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ესქიშეჰირის პროვინციაში მოხდა.
მათივე ცნობით, AS-532-ის ტიპის ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ასრულებდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
მანამდე, 12 ნოემბერს თურქეთში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის რეგიონში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა.