ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს - მარკ რუტე 23.11.2026 20:25

 

უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა.

რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს, თუმცა ამჟამად ალიანსის წევრებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არსებობს.

„ვინ შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი, ეს მხოლოდ ნატო-ს გადასაწყვეტია. ალიანსში ამ საკითხთან დაკავშირებით სრული სიცხადეა", - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუტე ასევე არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებების ნაწილი გახდეს. „ასეთი მოლაპარაკებების თემაზე სპეკულირებისთვის ჯერ ეს მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს", - დასძინა მარკ რუტემ.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ