კვირა, 22 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა - "ჩემი მეგობარი" და "მეგობრები" 22.11.2026 12:03

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ჩემი მეგობარი" დაურთო.

ტრამპმა კიდევ ერთი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ერთად არის. ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც სი ძინპინი დონალდ ტრამპს შენჭენის აეროპორტში პირადად დახვდა. ამ ფოტოს მან წარწერა „მეგობრები" დაურთო.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში  ჩინეთის ქალაქ შენჭენშ შეხვდა.

დონალდ ტრამპი ი ჩინელ და რუს კოლეგებს ჯერ ორმხრივად, შემდეგ კი სამმხრივ ფორმატში შეხვდა. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ მან რუსეთის პრეზიდენტს "მეგობარი" უწოდა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უთხრა, რომ მისი მეგობარია და ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ.

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ