კვირა, 22 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მარკ რუტე – შემიძლია, მოგცეთ გარანტია, რომ ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს 21.11.2026 22:28

შემიძლია, მოგცეთ გარანტია, რომ ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ვარშავაში განაცხადა.

 

რუტემ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონეთმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მისი საჰაერო სივრცის დარღვევა სამი ობიექტით მოხდა, რომელთაგან სავარაუდოდ ორი რაკეტა და ერთი დრონი იყო.

 

რუტეს განცხადებით, ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაური, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი ყველაფერს გააკეთებს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობებისთვის არსებული საფრთხეების გამოსავლენად და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მიიღებს.

 

„როიტერის" ცნობით, 20 ნოემბერს საჰაერო სივრცის დარღვევა დაემთხვა პოლონეთში უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების გაერთიანების, ე.წ. მსურველთა კოალიციის მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო წვრთნებს. პოლონელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა.

 

მედიის ცნობით, 23 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხს განიხილავენ.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ