შაბათი, 21 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მედია: გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს 20.11.2026 23:23

 

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დიალოგის შეთავაზება მიიღოს.

"მიწვევაზე უარის თქმა სრულიად არასწორი სიგნალი იქნებოდა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ. საბოლოო შედეგის მიღწევა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც დიალოგს მართავს", - განაცხადა პისტორიუსმა.

მინისტრის თქმით, პირველ რიგში, ყველაფერი თავად პუტინზეა დამოკიდებული.

"თუ ის პირველ სიგნალებს ახლა აგზავნის და ევროპელებს მოსკოვში იწვევს, ეს ყველა თვალსაზრისით მისასალმებელია", - განაცხადა პისტორიუსმა.

თუმცა, მისი თქმით, საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არა განცხადებებსა და მოწვევებს, არამედ კონკრეტულ შედეგებს. ასეთ შედეგებს შორის კი, ცეცხლის შეწყვეტაც უნდა იყოს.

მინისტრის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გამართვის ნება რეალურად უნდა გამოჩნდეს. დაუშვებელია, მოლაპარაკებები გაჭიანურდეს და შესაძლოა მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათი ჰქონდეს, მაშინ როცა უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის მოსპობა ამ ზამთარს და მის შემდეგაც გაგრძელდება.

"თუ მოლაპარაკებები გაიმართება, ერთი რამ ნათელი უნდა იყოს: შეთანხმების ნაწილი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. არ შეიძლება, ერთი მხრივ, კვლავ ისროდნენ, მეორე მხრივ კი ისე იქცეოდნენ, თითქოს სადღაც მოლაპარაკებების გამართვა სურთ. თუმცა, იმის გასარკვევად, რამდენად რეალურია ეს, ერთმანეთთან საუბარი აუცილებელია", - განაცხადა პისტორიუსმა.

მისი ითქმით, სამწუხაროდ, ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ პუტინის არც ერთი განცხადება ან მინიშნება, უკრაინაში არსებულ რეალურ ვითარებაზე არ ასახულა.

პისტორიუსის განმარტებით, ახლა საჭიროა მოვლენების განვითარებას დაელოდონ და მოლაპარაკებები გამართონ, თუმცა ამ საკითხის განუსაზღვრელი ვადით გადადება დაუშვებელია.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ