პარასკევი, 20 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მე არაფერს გავაკეთებ ზელენსკის გარეშე - დონალდ ტრამპი 19.11.2026 23:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

 

თეთრი სახლის ლიდერმა ამის შესახებ აშშ-ში დაბრუნებისას, Air Force One-ის ბორტიდან „ენბისი ნიუსისთვის" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელ კომენტარს, რომ აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები უკრაინის ომის დასრულება კიევის მონაწილეობის გარეშე.

„მე ვეთანხმები მას... მე არაფერს გავაკეთებ ზელენსკის გარეშე. ის ამ ქვეყნის მეთაურია, ამიტომ მე ამას არ გავაკეთებ", - განაცხადა ტრამპმა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ