18.11.2026 13:35
აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა. დონალდ ტრამპს შენჟენის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პირადად დახვდა.
ეს ჩინეთის პრეზიდენტის მხრიდან იშვიათი ჟესტია, რადგან, როგორც წესი, ის უცხოელ ლიდერებს პირადად არ ხვდება.
როგორც მედია წერს, სი ძინპინის გადაწყვეტილება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმას, რომ აშშ-ში ბოლო ვიზიტის დროს დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს ანალოგიურად დახვდა.
აშშ-ის პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ სამხედროები და მოქალაქეები, რომლებსაც აშშ-ისა და ჩინეთის დროშები და ყვავილები ეჭირათ ხელში. ტრამპის დასახვედრად აეროპორტში წითელი ხალიჩა იყო გაშლილი.
ამასთან, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები იმ სასტუმროსთან, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი განთავსდება. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის გაძლიერებული ჯგუფებია მობილიზებული, სასტუმროს შესასვლელი კი ბარიერებით არის შემოსაზღვრული.
ვიზიტის ფარგლებში 19 ნოემბერს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.