12.11.2026 15:19
ჰორმუზის სრუტეში ორ სუპერტანკერზე თავდასხმა განხორციელდა.
ირანული მედიის ინფორმაციით, ორი სუპერტანკერი აფეთქდა და გაჩერდა ჰორმუზის სრუტეში არაავტორიზებული მარშრუტის გადაკვეთის შემდეგ.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" საზღვაო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმა გემმა არაავტორიზებული სამხრეთის მარშრუტი გადაკვეთა ჰორმუზის სრუტის მოძრაობის კონტროლის ცენტრის განმეორებითი გაფრთხილების მიუხედავად. ორივე მათგანი სუპერტანკერი იყო, რომლებსაც, ჯამში, 4 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გადაჰქონდათ.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში მყოფი ნებისმიერი გემს, რომელიც გამორთავს სანავიგაციო სისტემებს და სრუტის სამხრეთით მდებარე, ნებართვის გარეშე არსებული მარშრუტის გავლისას აშშ-ის „კონტრაბანდულ არმიას" დაეხმარება, ანალოგიური ბედი ელოდება.