კვირა, 8 ნოემბერი, 2026
GE EN RU
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის გულწრფელ ძალისხმევას რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად 08.11.2026 18:08

 

გულების ერთიანობა, რომელსაც ჩვენ დევიზით - „ერთი ერი, ორი სახელმწიფო" აღვწერთ, ჩაუქრობელი ჩირაღდანია, რომელიც, ჩვენი საერთო წარსულიდან მომდინარე, ძალით ჩვენს მომავალს ანათებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებმა დღევანდელ მაღალ დონეს ისტორიის განმავლობაში არაერთი განსაცდელის გავლის შედეგად მიაღწია.

„ყარაბაღის 44-დღიანი სამამულო ომის შედეგად აზერბაიჯანის მიერ საკუთარი მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლებამ სამხრეთ კავკასიაში ახალი ეპოქა გახსნა. ისინი, ვისაც სურს ჩვენი ძმობის შესუსტება - ძმობის, რომელიც 2021 წლის 15 ივნისს შუშაში ხელმოწერილი დეკლარაციით განვამტკიცეთ - საკუთარ მიზნებს ვერასოდეს მიაღწევენ. როგორც წარსულში ვერ შეძლეს, ვერც დღეს შეძლებენ და ვერც მომავალში. დიდი მოწონებით ვადევნებთ თვალს აზერბაიჯანის ძალისხმევას ყარაბაღის აღსადგენად და ამ რეგიონისთვის ძველი სიცოცხლისუნარიანობის დასაბრუნებლად. როგორც აზერბაიჯანის სამართლიან ბრძოლას ვუჭერდით მხარს, ასევე მხარს ვუჭერთ მის გულწრფელ ძალისხმევას ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთიანობა მარადიული და ურყევია.

„ყარაბაღის მეორე ომის განმავლობაში, 44 დღის მანძილზე თქვენ და მოძმე თურქი ხალხი ჩვენ გვერდით იდექით. ეს არასოდეს დაგვავიწყდება. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთიანობა მარადიული და ურყევია. ჩვენი ერთიანობა და ძმობა ურყევია. ისინი, ვისაც ჩვენს შორის ჩადგომა სურს, ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას", - აღნიშნა ალიევმა.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ