06.11.2026 14:08
Elabe-ის ნოემბრის კვლევით, ემანუელ მაკრონს ენდობა ფრანგების მხოლოდ 13% — ეს კვლევის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ერთ თვეში ნდობა 4, აგვისტოს შემდეგ კი 11 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
პრეზიდენტს არ ენდობა გამოკითხულთა 82%, მათგან 60% აცხადებს, რომ საერთოდ არ ენდობა.
პრემიერ-მინისტრ სებასტიენ ლეკორნუს ნდობაც ისტორიულ მინიმუმზეა — მხოლოდ 17%. მაკრონის 2022 წლის პირველი ტურის ამომრჩეველთა შორის პრეზიდენტის მიმართ ნდობა 36%-მდე დაეცა.