ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
GE EN RU
აშშ-ის "რესპუბლიკური" პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს -AP 04.11.2026 09:08

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „რესპუბლიკური" პარტია, კონგრესში გამართული შუალედური არჩევნების შედეგად, სენატში უმრავლესობას კარგავს. კენჭისყრის წინასწარ შედეგებს Associated Press-ი აქვეყნებს.

 

წინასწარი მონაცემებით, „დემოკრატიული" პარტია სენატში 51 მანდატს იღებს, რაც უკვე საკმარისია უმრავლესობისთვის. „რესპუბლიკურ" პარტიას 39 მანდატი ერგება.

 

რაც შეეხება კონგრესის წარმომადგენელთა პალატას. იქ უმრავლესობისთვის საჭიროა 218 მანდატი. წინასწარი შედეგებით, „დემოკრატიულ" პარტიას 171 ადგილი აქვს, ხოლო „რესპუბლიკურს" - 105. ხმების დათვლა გრძელდება.

 

„რესპუბლიკელები" აგებენ გუბერნატორების არჩევნებსაც. Associated Press-ის წინასწარი მონაცემებით, 22 შტატში გუბერნატორის პოსტს „დემოკრატი" კანდიდატი დაიკავებს, ხოლო 13 შტატში - „რესპუბლიკელი.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ