03.11.2026 10:22
კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინა ერთ-ერთ სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეების წამება. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადამიანებმა პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მიაკვლიეს ერთ საცხოვრებელ სახლს, სადაც ჰყავდათ გამოკეტილი 40 მობილიზებული სამხედრო და ადამიანები, რომლებმაც თვითნებურად დატოვეს სამხედრო ნაწილი. მომიტინგეების თქმით, სამხედროებს აწამებდნენ.
ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ სახლი სამხედროების დისლოკაციის ადგილია, ისინი იქ ფრონტზე გაგზავნამდე ცხოვრობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გვიან ღამით ადგილზე მივიდა უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო. მან მედიას განუცხადა, რომ ოთხი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ნაწილის თვითნებური დატოვების გამო დააკავეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეროვნულმა გვარდიამ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დაიწყება გამოძიება, რათა დადგინდეს სინამდვილეში, ხდება თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევა პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში.