ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ეტაპობრივად, ქვეყნის საზღვრებზე მთელი კონტროლი სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს გადაეცემა - ფაშინიანი 02.11.2026 21:52

ეტაპობრივად, ქვეყნის საზღვრებზე მთელი კონტროლი სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს გადაეცემა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის მუდმივი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

„ამ პროცესმა გარკვეული რეფორმები უნდა გაიაროს", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხური მედიის თანახმად, სომეხმა მესაზღვრეებმა უკვე დაამყარეს კონტროლი სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთებსა და საკონტროლო პუნქტებზე, რომლებსაც ადრე რუსი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ. ესენია ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტი, აგარაკისა (ირანის საზღვარი), მარგარას (თურქეთის საზღვარი) და ახურიკისა (თურქეთის საზღვარი) საკონტროლო პუნქტები. თუმცა, ირანისა და თურქეთის საზღვრებზე რუსი მესაზღვრეების სომხური მესაზღვრეებით ჩანაცვლების პროცესი ეტაპობრივია და დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარებასთან.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ