ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
GE EN RU
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს 02.11.2026 17:59

 

თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ერდოღანის თქმით, კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობაში სანდო ალტერნატიული მარშრუტების განვითარება.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს სურს, რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინვესტიციებში უფრო მეტი კორეული კომპანია ჩაერთოს;

ამასთან, მისივე თქმით, მზად არის, საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინოს იმ კორეულ კომპანიებს, რომლებიც თურქეთში განახორციელებენ ინვესტიციებს, აწარმოებენ პროდუქციას და შექმნიან სამუშაო ადგილებს.

„ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ინვესტიციების განხორციელება, განსაკუთრებით - სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკური ცენტრებისა და „ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემების მიმართულებით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ