01.11.2026 21:13
აშშ-ში, დალასის ერთ-ერთ უბანში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა „ესოშიეთიდ პრესი" ავრცელებს.
პოლიციის უფროსის თქმით, ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა ფაქტი სხვა უბანში მომხდარ ინციდენტს. მედიის ცნობით, ადგილზე ცალკეული ინციდენტები მოხდა. ოფიციალური პირის განცხადებით, დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა მათ რაოდენობასა და მიზეზს არ აკონკრეტებს.
ცნობისთვის, მანამდე ალაბამის შტატში, ფეხბურთის მატჩისას სტადიონთან კიდევ ერთი მასობრივი სროლის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა პირი. ბირმინგემის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, მაიკლ პიკეტის განაცხადებით, მასობრივი სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც მატჩი დასრულდა და მაყურებელთა ნაწილმა სტადიონი დატოვა.