01.11.2026 18:36
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ დეკემბერში მაიამიში „დიდი ოცეულის" სამიტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სავარაუდო მონაწილეობამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო ფორუმებზე რუსეთის დაბლოკვის ლეგიტიმაციას, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება.
ამის შესახებ კალასმა „ბლუმბერგთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, კრემლის ლიდერისთვის აშშ-ის მიწვევა „ბევრ სერიოზულ კითხვას ბადებს".
„ეს ქმნის ყოველდღიურად ჩადენილი ომის დანაშაულების ნორმალიზების რისკს", - აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.
რაც შეეხება აშშ-ში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობას, კალასმა განაცხადა, რომ ლავროვმა არ გამოავლინა მზადყოფნა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.
კალასის თქმით, რუსეთს მშვიდობა მართლა რომ სურდეს, უპირველეს ყოვლისა, შეწყვეტდა თავდასხმებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.