შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს” 31.10.2026 19:52

აშშ-ის საელჩო მოსკოვში თავდასხმისა და მასობრივი მსხვერპლის საფრთხის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

 

ამერიკული დიპლომატიური უწყების ცნობით, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია მოსკოვის "ცარიცინოს" მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ინციდენტისა და მასობრივი მსხვერპლის საფრთხის შესახებ.

 

"მოსკოვში აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილი გახდა სარწმუნო საფრთხის შესახებ, რომელიც უკავშირდება მასშტაბურ თავდასხმას. საფრთხე მოსალოდნელია დღეს, 31 ოქტომბერს, მოსკოვში, "ცარიცინოს" მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე (მისამართი: ქ. დოლსკაია, 1). აშშ-ის მთავრობა, საპასუხო ზომების მისაღებად, კოორდინაციას უწევს რუსეთის შესაბამის უწყებებს", — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავი აარიდონ აღნიშნულ ტერიტორიას და მიიღონ პირადი უსაფრთხოების ზომები.

 

მოგვიანებით, რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) გაავრცელა ინფორმაცია,რომ  აშშ-ისგან მიიღო ცნობები შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ.

 

"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამერიკელი პარტნიორებისგან მოსკოვში ტერორისტული თავდასხმის გეგმების თაობაზე. ჩვენ ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს", — განუცხადეს ФСБ-ს წარმომადგენლებმა სახელმწიფო მედიას.

 

2024 წელს, 22 მარტს "კროკუს სიტი ჰოლში" (Crocus City Hall) მომხდარ თავდასხმამდე — რომელსაც 145 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა — აშშ-მა მოსკოვი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

 

იმ დროს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა აღნიშნულ ინფორმაციას "ზედმეტად ზოგადი" უწოდა.

 

"ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) აშშ-ის სპეცსამსახურებისგან მიიღო გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, სამწუხაროდ, მსგავსი რამ შესაძლებელი იყო. თუმცა, როგორც ჩვენმა რუსმა კოლეგებმა აღნიშნეს, ინფორმაცია იყო ზედმეტად ზოგადი და არ იძლეოდა იმ პირების სრულად იდენტიფიცირების საშუალებას, რომლებმაც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს", — განაცხადა მან.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ