შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციასთან ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები დააყენეს 31.10.2026 18:04

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ამარ-ა-ლაგოს რეზიდენციასთან Avenger.-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები დააყენეს. ამის შესახებ The Telegraph იუწყება.

ეს სისტემები საჰაერო მიზნების, მათ შორის დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საშუალებების გასანადგურებლად გამოიყენება. აშშ-ის საიდუმლო სამსახური აცხადებს. რომ დაცვის გაძლიერება „საფრთხის გაზრდილი დონის გამო" გახდა აუცილებელი.

საიდუმლო სამსახური, რომელიც აშშ-ის თანამდებობის პირთა დაცვას უზრუნველყოფს, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების მიმართ მუქარების რაოდენობა დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

„დღევანდელ მდგომარეობაში მოსალოდნელი საფრთხეები არის რეალური და დინამიური", - დაწერა საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილემ მეთიუ კუინმა სპეციალურ დოკუმენტში, რომელიც გამოცემის ხელში აღმოჩნდა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ